ფიქრობთ, რომ ყოველ დილით ცივი წყლის მიღება ძალიან სასარგებლოა? დროა გავარკვიოთ ეს ჩვევა რამდენად სამკურნალოა, რადგან წყლის ტემპერატურაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მისი სარგებლიანობა.
რატომ უნდა დავლიოთ ცხელი წყალი?
ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი ერთხელ მაინც დაინტერესდება, შეიტყოს საიდუმლო, როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, გაიწმინდოს ორგანიზმი და გახდეს. როგორც ხალხური მედცინა, ასევე ტრადიციული აღიარებს, რომ წყლის მიღება აუცილებელია. მაგრამ როგორ, როდის და როგორი წყალი უნდა მივიღოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით კი ყველას თავისი აზრი აქვს.
სტატიაში შემოგთავაზებთ აურვედის და ტიბეტელი ლამაების რჩევებს. ირკვევა, რომ სუფთა წყალი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთადერთი წყაროა და აუცილებლად სწორად უნდა მივიღოთ.
ადამიანის ორგანიზმის 60-80 % შედგება წყლისგან და სინტერესოა რატომ არის აუცილებელი დიდი როდენობით წყლის მიღება. დიდი რაოდენობა იმას არ ნიშნავს, რომ 8 ჩ. ჭ. წყლის დალევაა აუცილებელი. წყალი უნდა დავლიოთ იმდენი, რამდენიც გვინდა და როდესაც მოგვინდება.
წყლის რაოდენობა დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, კვებაზე და სხვა ნიშნებზე. აშშ-ს სამედიცინო ინსტისტუტის სტატისტიკური გამოკვლევების თანახმად მამაკაცებისთვის საკმარისია დღეში 3,7 ლ სითხე, ხოლო ქალბატონებისთვის-დაახლოებით 2,7 ლ. და არ აქვს მნიშვნელობა რა სახით მოხვდება წყალი თქვენს ორგანიზმში. ეს იქნება ჩაი, ყავა, წვენი, ბოსტნეული თუ ხილი.
მაგრამ აღმოსავლელი მეცნიერების აზრით, ახალგაზრდობის საიდუმლო ცხელ წყალში მდგომარეობს. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 40-45 გრადუსი.
ტიბეტელი ექიმები დარწმუნებული არიან, რომ დილით, მშიერ კუჭზე 1 ფინჯანი ცხელი წყლის მიღება10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ცხელი წყალი კლავს კუჭში მთელი ღამის განმავლობაში დაგროვებულ მიკრობებს.
ჩინეთში ბავშობიდანვე უნერგავენ, რომ ყოველ დილით საუზმემედე მიიღონ გაცხელებული წყალი. კაფეებსა და რესტორნებშიც კი შეკვეთის მიტანამდე, მომხმარებლისთვის მიაქვთ ფინჯანი ცხელი წყალი.
აურვედა ამტკიცებს, რომ გაღვიძებისთანავე მიღებული ფინჯანი თბილი წყალი გაგათავისუფლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემებისგან, როგორიცაა, შაკიკი, მაღალი წნევა, ანემია, სიმსუქნე, ართრიტი და სხვა დავაადებები.
გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული ინფორმაცია, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე.