სტატიაში შემოგთავაზებთ გემრიელი და სასარგებლო სალათის რეცეპტს, რომლის საშუალებით გაისუფთავებთ ნაწლავების კედლებს, მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. გაიაუმჯობესებთ კუჭის წვენის გამოყოფას.
ვიტამინებით, მიკროლემენტებითა და პექტინით გაჯერებული ბოსტნეულის სალათი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ.
შეამადგენლობა:
- კომბოსტო
- სტაფილო
- ჭარხალი
- სალათის ფურცლები ან ისპანახი
- ლიმონის წვენი
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
- აიღეთ 1 წილი კომბოსტო, 1 წილი სტაფილო და 1 წილი ჭარხალი. კომბოსტო დაჭერით წვრილად, ხოლო სტაფილო და ჭარხალი გახეხეთ.
- სალათის ფურცლების ან ისპანახის რაოდენობა თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ, ხელით დაანაწილეთ, სურვილისამებრ დაამატეთ მწვანილი: კამა, ოხრახუში, ნიახური.
- შეანელეთ ლიმონის წვენით, ნივრითა და ზეითუნის ზეთით.
- მარილი არ გამოიყენოთ, მაგრამ თუ გიჭირთ უმარილო საკვების მიღება, მაშინ სოიოს სოუსი გამოიყენეთ.
რა სარგებლობა მოაქვს ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულ ბოსტნეულს?
სტაფილო
- აძლიერებს თმას და ფრჩხილებს;
- აუმჯობესებს მადას, მხედველობას;
- აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების აქტივობას;
- ფლობს ტკივილგამაყუჩებელ, ანთებისა და სკლეროზის საწინააღმდეგო თვისებებს;
- ასუსტებს სხეულზე ანტიბიოტიკების ტოქსიკურ მოქმედებას.
ჭარხალი
- არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
- განსაკუთრებით სასარგებლოა იოდის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებებისთვის;
- მსუბუქი შარდმდენი საშუალება;
- ანთების საწინააღმდეგო საშუალება;
- შეიცავს ლიპიდურ ნივთიერებას ბეტაინს, რომელიც არეგულირებს ცხიმის ცვლას;
- დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალება.
კომბოსტო
- კომბოსტოს ფურცლები მდიდარია ფოლიევის მჟავით, რომელიც აუცილებელია ორსულობის ნორმალურად წარმართვისთვის;
- აუმჯობესებს სისხლის ხარისხს;
- შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ზედმეტი სითხე;
- კომბოსტო აჯერებს ორგანიზმს C ვიტამინით და აძლიერებს იმუნიტეტს;
- ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო სასუალება;
- კომბოსტო კუჭისა და ნაწლავების წყლულების მქონე ადამიანებისთვის სასარგებლო პროდუქტია.
- აფერხებს დიაბეტის განვითარებას;
- ტოქსინებისგან გამწმენდი საშუალება;
- ანეიტრალებს მძიმე მეტალებს, ქიმიკატებს და პესტიციდებს.
მოამზადეთ უგემრიელესი, უძლიერესი სამკურნალო სალათი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.