ვაშლის არომატული ღვეზელი. არაჟნის, ვაშლისა და ვანილის კომბინაცია განუმეორებელ გემოს ქმნის

შემოგთავაზებთ ვაშლის უგემრიელესი, ნაზი და არომატული ღვეზელის რეცეპტს. უმჯობესია, გამოიყენოთ მჟავე ვაშლი. არაჟნისა და ვანილის არომატით გაჯერებული ცომისა და მჟავე ვაშლის კომბინაცია დესერტს განუმეორებელ გემოს ჰმატებს.

ღვეზელის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • არაჟანი (20%-იანი ცხიმიანობის) 100 გრ
  • კარაქი 60 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • მარილი მწიკვი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილი მწიკვი
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • ქიშმიში 50 გრ
  • ვაშლი 2-3 ცალი
  • გამაფხვიერებელი 10 გრ

ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყავისფერი შაქარი 1 ს. კ.
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

1. გამოსაცხობად დაგჭირდებათ 22 სმ დიამეტრის ფორმის საცხობი ფორმა. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

2. ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი, და ვანილი.

3. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და გააშრეთ.

4. ცალკე თასში აურიეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. შემდეგ  დაამატეთ კარაქი, არაჟანი და კარგად ათქვიფეთ. მზა მასები ერთმანეთში აურიეთ და მოამზადეთ ცომი. ბოლოს დაამატეთ ქიშმიში. ცომი უნდა იყოს ცოტა სქელი.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ცხიმი წაუსვით ფორმის კედლებზედაც. ცომი თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან ისე დააწყვეთ გათლილი ვაშლის ნაჭრები, როგორც სურათზე არის მითითებული.

6. ვაშლს ზემოდან მოაყარეთ დარიჩინისა (თქვენი სურვილის მიხედვით) და ყავისფერი შაქარის ნარევი. გაითვალისწინეთ, ვაშლს ძალიან უხდება დარიჩინი.

7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი.

დესერტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ.  გემრიელად მიირთვით!