სტატიაში შემოგთავაზებთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდ უმარტივესს, მაგრამ საოცრად ეფექტურ მეთოდს. ამ მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნა ხდება ფეხის გულებიდან.
მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს: დაძინებამდე საფენი დაიფიქსირეთ ფეხის გულზე და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან.
დაბინძურებული გარემო, არასწორი კვება, ქიმიური მედიკამენტები და სხვა ფაქტორები იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რომლებიც მიზეზი ხდება სხვადასხვა დაავადებების, ამიტომ არ უნდა მივაყურადოთ, ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და გავიწმინდოთ ორგანიზმი.
დეტოქსიკაცია საოცრად ეფექტურია და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. გაწმენდის შედეგად შეგიმცირდებათ სახსრების ტკივილი, ფეხების შეშუპება, თავის ტკივილი.
ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის დაგჭირდებათ:
- ნიორი 5 კბილი
- ხახვი (საშუალო ზომის) 1 ცალი
- წყალი 100-120 მლ
- თვითწებვადი ლენტი, ბამბა საფენი ან მარლა, წინდები
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- წვრილად დაჭერით ნიორი და ხახვი. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ ნიორი და ხახვი და ხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
- მომზადებული ნახარში დაიტანეთ ბამბის ან მარლის საფენზე, დაიფინეთ ფეხის გულზე, შემოიხვიეთ თვითწებვადი ლენტი და ამოიცვით წინდები.
- მეორე დილით, როდესაც მოიხსნით საფენს, ნახავთ, რომ ის ორგანიზმიდან გამოსული ტოქსინებისგან გამუქებულია.
- დეტოქსიკაციური საფენი პირველ კვირას დაიდეთ ყოველ მეორე დღეს, ხოლო შემდეგ გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. პროცედურები ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში. შეგიძლიათ ამ მეთოდით გაწმენდა ჩაიტაროთ ყოველ 3-4 თვეში ერთხელ.
გაითვალისწინეთ მოცემული რეკომენდაცია, დაიდეთ ღამით გამწმენდი საფენი, გათავისუფლდით ტოქსინებისგან და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.