ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის ფრჩხილის სოკოვან დაავადებას. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ფაქტი როგორც ჯანმრთელობისთვის არის საზიანო, ესთეტიკურადაც უსიამოვნო დასანახია. ამიტომ ადამიანები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ამ უსიამოვნო პრობლემას თავი დააღწიონ, მაგრამ სამწუხაროდ, მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის მრავალჯერ გამოცდილ რეცეპტებს, რომლებიც შედეგით აღგაფრთოვანებენ.
რეცეპტი N 1
სპირტისა და პროპოლისის სმკურნალო ნარევი
აურიეთ 10 გრ პროპოლისი და 100 გრ სპირტი. მოამზადეთ მანგანუმის ხსნარით გაჯერებული აბაზანა, ჩაყავით ფეხები, დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კარგად შეიმშრალეთ, ფრჩხილებზე წაისვით პროპოლისისა და სპირტის ნარევი და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ ერთი დღის შემდეგ.
ჩაიტარეთ 3 პროცედურა და გათავისუფლდით ფრჩხილის სოკოსგან.
რეცეპტი N 2
ძმრი და ქრისტესისხლა
1 ლ 9%-იან ძმარს დაამატეთ ქრისტესისხლას სააფთიაქო გამომშრალი ბალახი. ნარევი დააყოვნეთ, რაც უფრო დიდხან გააჩერებთ მით უკეთესია (შეგიძლიათ გამოიყენოთ თვეების განმავლობაში). შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ 5 ს. კ. მარილი. ღამით ფეხები დაიბანეთ, შეიმშრალეთ. მოამზადეთ აბაზანა ჩაასხით მომზადებული ნარევი, ჩაყავით ფეხი და გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ შეიშრეთ, არ შეიმშრალოთ და დაწექით. თავდაპირველად გაგიქრებათ თითებს შორის არსებული სოკოვანი ინფექცია, ხოლო შემდეგ-ფრჩხილის. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ.
რეცეპტი N 3
ტარის საპონი
ჩაიტარეთ პროცედურა ღამით და უმოკლეს დროში განკურნეთ ხელის თითები სოკოვანი ინფექციისგან. გაისაპნეთ თითები ტარის საპნით, ჩაყავით გადადუღებულ მრილხსნარში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი მთელი ღამით შეიხვიეთ.
რეცეპტი N 4
ქრისტესისხლა და იოდინოლი
დაფქვით ქრისტესისხლას გამხმარი ბალახი და აურიეთ იოდინოლში. მომზადებული ნარევი წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე და შეიხვიეთ პარკით. ფრჩხილის მოსაძრობად სულ დაგჭირდებათ 3-5 პროცედურა.
რეცეპტი N 5
ხახვის წვენი
დაავადებული ფრჩხილები და თითებს შორის ადგილები დაიმუშავეთ ინდური ხახვის წვენით. ამ მეთოდით მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია, მაგრამ შედეგი აღგაფრთოვანებთ.
რეცეპტი N 6
წყალბადის ზეჟანგი
დააორთქლეთ ფრჩხილი და შემოიხვიეთ წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ბამბა. პროცედურა გაიკეთეთ დღეში 2-ჯერ. 4-5 დღის შემდეგ ფრჩხილი დარბილდება და ადვილად შეძლებთ მის მოჭრას.
რეცეპტი N 7
ოქროს ულვაში
ოქროს ულვაშის ფოთოლი გაჭერით დანით, რათა კიდევ უფრო მეტი წვენი გამოუვიდეს და დაორთქლილ ფრჩხილზე შემოიხვიეთ, შემდეგ შეიხვიეთ პარკით და ბოლოს ბინტით. დილით დარბილებული ფრჩხილი შეგიძლიათ ადვილად მოიჭრათ და დაზიანებულ ადგილზე წაისვით სააფთიაქო ტარის საპონი.
გაითვალისწინეთ მოცემულლი რეცეპტები, მოამზადეთ მოცემული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.