
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით შეძლებთ ბულგარული წიწაკის ძალიან გემრიელი და არომატული მწნილის მომზადებას. დაუჯერებლად გემრიელი მწნილი ძალიან უხდება ხორცს, თევზს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ტკბილი ბულგარული წიწაკა (შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვაფერი) 7 კგ
- ქინძი და ნიახური 200-200 გრ
- ნიორი 2 თავი
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- მზესუმზირის ზეთი ნახევარი ლ
- წყალი 1 ლ
- ძმარი 100 მლ
- მარილი 2-3 ს. კ.
- შაქარი 100 გრ
- შავი პილპილის მარცვლები 10 ცალი
- დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი
მომზადების წესი:
- ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
- აარჩიეთ წითელი ხორციანი ბულგარული წიწაკები. გაასუფთავეთ თესლისგან, გაჭერით შუაზე (სიგრძეზე) ან გაყავით 4 ნაწილად.
- მწვანილი და ნიორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
- მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის ქვაბი. ადუღებულ წყალს დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და აადუღეთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ ჩაყარეთ წიწაკა და ადუღეთ 5-5 წუთი.
- მზა წიწაკები ქვაბიდან პირდაპირ ქილებში გაანაწილეთ, თან ფენა-ფენა მოაყარეთ მწვანილი და ნიორი.
- როდესაც წიწაკის მოთუშვას მორჩებით, დარჩენილი მარინადით გაავსეთ ქილები, დაახურეთ ხუფები და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გაასტერილეთ (ადუღებიდან ადუღეთ 15 წუთი) და მოხუფული ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე.
გემრიელად მიირთვით!