გაგაცნობთ წიწიბურას, როგორც ჭარბი წონის ერთ-ერთ უძლიერეს მტერს

სტატიაში შემოთავაზებული სამკურნალო საშუალება ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმის გასაწმენდად, რაც გახდომისთვის, კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, ღვიძლისთვის და სხვა სასიცოცხლო ორგამოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სიტყვა უმმა არ შეგაშინოთ, რადგან კეფირში დამბალი უმი წიწიბურა საოცრად გემრიელია, მოხარშულიცაა და ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე ჩვეულებრივი წესით მომზადებული.

თუ ყოველ დილით ან რამდენიმე კვირის განმავლობაში  მიირთმევთ ამ საოცარ საუზმეს, ეფექტს ძალიან მალე იგრძნობთ. ნუ დაიზარებთ, კვირაში ერთხელ მაინც გააკეთეთ განტვირთვის დღე და უზმოზე მიირთვით საოცარი საშუალება, რადგან თქვენს ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებისათვის და წონაში დასაკლებად ამ მეთოდით გაწმენდა კოლოსალურ შეღავათს მოუტანს.

როგორ მოვამზადოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი და წონაში დასაკლები წიწიბურა, რომელიც საოცრებებს ახდენს.

რეცეპტი მართლაც, რომ უმარტივესია:

  1. ერთი ულუფისთვის აიღეთ 2 ს. კ. უმი წიწიბურა და 200 გრ კეფირი.
  2. წიწიბურა გაარჩიეთ, გარეცხეთ და გადაწურეთ.
  3. აიღეთ ღრმა თეფში, რომელზედაც დაიტანეთ წიწიბურა, დაასხით კეფირი, დაახურეთ თავზე, შედეთ მაცივარში და დაიძინეთ.
  4. დილით კი თქვენი უმი წიწიბურა კეფირით მზად დაგხვდებთ.

საუზმე სამკურნალოა და ამავე დროს ძალიან გემრიელი. თუ მკაცრ დიეტაზე ხართ, მიირთვით ყოველგვარი დანამატების გარეშე, თვითონ კერძიც ძალიან გემრიელია და სასიამოვნო შესაჭმელია ან კიდევ შეგიძლიათ შეაზავოთ თქვენთვის სასურველი სანელებელით, ან მიირთვით თხილით, ქიშმიშით, ბანანით, თაფლით.

მიირთვით მშიერ კუჭზე საუზმე, რომელიც ახდენს საოცრებებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.