მანდარინის ნაყენი გრიპის, გაციებისა და ხველის წინააღმდეგ

სტატიაში შემოგთავაზებთ მანდრინით მკურნალობის 14 რეცეპტს.

მანდარინის ნაყენი სურდოსა და გაციების პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი? მანდარინის კანი დაჭერით და  აიღეთ 2 ს. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. წყალი, გააჩერეთ 10 დღე სიბნელეში, დროდადრო შეანჯღრიეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-20 წვეთი დღეში 2-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ჰიპერტენზიის დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ, ჭამის შემდეგ მიირთვათ 2 მანდარინი დღეში 2-3-ჯერ.

როცა მადა დაქვეითებულია, კარგი იქნება თუ ჭამადე 30 წუთით ადრე მიიღებთ ¼ ჩ. ჭ. მანდარინის წვენი.

არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში რეკომენდებულია მიირთვათ 1 ცალი მანდარინი 5-ჯერ დღეში, ჭამიდან ჭამამდე შუალედში ან დალიეთ მანდარინის წვენი-1/4 ჩ. ჭ. დღეში 5-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭებისთვის დალიეთ 1/3 ჩ. ჭ. მანდარინის წვენი დღეში 6-ჯერ. ეფექტის გასაძლიერებლად მანდარინის წვენი შეიძლება მიიღოთ ღამით. გაამზადეთ მანდარინის წვენი და თავით დაიდგით თუ გაგეღვიძათ დალიეთ.

მანდარინის წვენი ეფექტურად წმენდს ფილტვებს, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება ბრონქიტისა და ასთმის დროს. ყოველ დილით მიიღეთ 1 ჩ. ჭ. მანდარინის წვენი.

მანდარინის წვენის რეგულარულად მიღება გაგათავისუფლებთ ჰელმინთებისგან (პარაზიტი ჭიები). ამისათვის დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ 1 ჩ. ჭ. მანდარინის წვენი. მკურნალობა ჩაიტარეთ 3 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია საღამოს მიიღოთ მარილიანი საფაღარათო საშუალება, რომლის დახმარებთაც გაისუფთავაებთ ნაწლავებს  ჭიებისგან.

მანდარინის ქერქის ნახარში დიაბეტით დაავადებულთთათვის. მანდარინის ნახარში ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. აიღეთ 3 ცალი მანდარინის ქერქი, დაჭერით, დაასხით 1 ლ წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. დღის გამავლობაში მიიღეთ ნახევრი ჩ. ჭ. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

მანდარინის ახალგამოწურული წვენი ანადგურებს მავნე სოკოს ზოგიერთ სახეობას. შეგაწუხათ ფრჩხილის სოკომ?  რეკომენდებულია დღეში 2-3-ჯერ დააზიანებულ ფრჩხილზე შეიზილოთ მანდარინის წვენი ან დაიფინოთ  გახეხილი ქერქი და შეიხვიოთ.

მაღალი ტემპერატურისა და სურდოს დროს მიიღეთ ნახევარი ჩ. ჭ. მანდარინის წვენი დღეში 2-3-ჯერ. შეგიძლიატ წვენს ცოტა წყალიც შეურიოთ.

ბონქიტისა და ხველის დროს ეფექტურად მოქმედებს შემდეგი რეცეპტი: დაჭერით მანდარინის ქერქი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნედლი, ისე გამხმარი, დაახლოებით 2 ს. კ. დაასხით 1,5 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 5-7 წუთი და გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი დღეში 3-4 -ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე 2 ს. კ. ოდენობით.

იხელმძღვანელეთ ამ რჩევებით და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.