როგორ შევიმციროთ ნაოჭები ტუჩების გარშემო ნატურალური საშუალებებით

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული 5 ნიღაბის რეცეპტს, რომლებსაც საოცრებათა მოხდენის უნარი აქვს.

ნიღაბი N 1

კიტრი გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. ცხიმიანი არაჟანი და 0,5 ჩ. კ. თხელი თაფლი. მომზადებული საშუალება დაიტანეთ ზედა ტუჩის გარშემო ადგილებზე და დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, საპონი არ გამოიყენოთ.

რეცეპტი N 2

ნახევარ ბანანს დაამატეთ 1 ს. კ. არაჟანი და კარგად აურიეთ. ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი.

რეცეპტი N 3

აიღეთ 2 ჩ. კ. დაკონსერვებული ბარდა, ჩანგლით დაჭყლიტეთ და დაამატეთ ცოტა კეფირი, იმ რაოდენობის, რომ მიიღოთ სქელი მასა, რომელსაც თანაბარი რაოდენობით გაინაწილებთ ზედა ტუჩის ირგვლივ კანზე. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთი.

რეცეპტი N 4

აიღეთ 1 წილი ალოეს წვენი და 1 წილი თხელი კონსისტენციის ნატურალური თაფლი. იგრედიენტები კარგად აურიეთ და წაისვით დაზიანებულ ადგილზე. დაიყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

რეცეპტი N 5

კოსმეტიკური ყინული, რომელიც დააჩქარებს სისხლის მიმოქცევას და კანისთვის ორმაგი სარგებლის მოტანაც კი შეუძლია. აიღეთ ნახევარი კგ. სამკურნალო ბაბუაწვერა და გაატრეთ წვენსაწურში, დაამატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა განათავსეთ გასაყინ კონტეინერში და გაყინეთ. მიღებული კუბიკები გამოიყენეთ დილა-საღამოს და გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა.

შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, როგორ ებრძოლოთ ტუჩების ირგვლივ გაჩენილ ნაოჭებს:

  1. შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი სახის გამომეტყველება.
  2. დაზიანებულ ადგილზე თითის წვერებით წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. მასაჟის ხანგრძლივობა 10 წუთი.
  3. უარი თქვეთ მოწევაზე, რადგან ეს მავნე ჩვევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, უსაფრთხოდ მოიშორეთ ტუჩების გარშემო არსებული ნაოჭები. გაუზიარეთ ინფორმაცია მეგობრებსაც და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.