როგორ შევინარჩუნოთ კარგი ჯანმრთელობა და სიმხნევე ღრმა სიბერემდე

ცნობილი ბულგარელი მკურნალი ქრისტო მერმერსკი ირწმუნება, რომ ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარი სწორი კვებაა. პროფესორი იკვლევდა გენეტიკის კანონებს და ამის თაობაზე მან უამრავი წიგნი დაწერა, რომლებშიდაც აღწერს ხანგრძლივი სიცოცხლის, დაბერებისა და სიმსუქნის პრობლემებს.

სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ სიცოცხლის გახანგრძლივებას.

მეცნიერების გადაწყვეტილებით სიბერე ავადმყოფობაა, რომლის განვითარებას არასწორად შერჩეული საკვებით თვითონ ადამიანი უწობს ხელს. სკვდილიანობის 70% სწორედ ამ დაუდევრობით არის გამოწვეული

როგორ შევაფერხოთ დაბერების პროცესი

იმისათვის რომ შეაფერხოთ, დაბერების პროცესი უნდა დაემორჩილოთ კვების გარკვეულ წესებს. წესი, რომელიც პირველ რიგში უნდა დაიცვათ, მდგომარეობს შემდეგში: მირთვათ ცოტა-ცოტა და არ მოგივიდეთ ზედმეტი.

შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლენიც აფერხებენ დაბერების პროცესს: ხილი. ბოსტნეული, რძე, კეფირი და ღვინო.

ამ პროდუქტებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა ბულგარული ჩხირების (ბაქტერიული ჩხირების რძემჟავა) გამოყენბით მომზადებული კეფირი, რომელიც ორგანიზმს კარგად ეთვისება და ხელს უწყობს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, ოსტეოპოროზის განვითარებას.

ალბათ გაგაოცათ სასარგებლო პროდუქტთა ჩამონათვალში ღვინის ამოკითხვამ, მაგრამ დამტკიცებულია, რომ მცირე რაოდენობით მიღებული სუფთა ღვინო სიცოცხლის გამხანგრძლივებელია. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ მცირე რაოდენობით სუფთა ღვინოს, მათზე გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ, ვინც უარს ამბობს ამ საოცარ სასმელზე.

ორგანიზმის გასაწმენდად და წონაში მარტივად დასაკლებად 

აიღეთ 500 გრ ნატურალური იოგურტი, დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი, 1 ს. კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ. კ. დარიჩინი და 40 წვეთი 30%-იანი პროპოლისის (დინდგელი) ნაყენი. მომზადებულ მასას შეგიძლიათ დაამატოთ ნიგოზი, მოცვი და მეოთხედი ბანანი.

პროფესორი ქრისტო მერმერსკი გირჩევთ, დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში მიირთვათ 2 ს. კ. იოგურტი. მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღე. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მიიღებთ გასაოცარ ეფექტს. 20 დღის შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს და შეგიმცირდებათ თეძოს გარშემოწერილობაც.

სილამაზის დამცველი პროდუქტები

სილამაზის სადარაჯოზე დგას ნივრისა და სტაფილოს სალათი. ნიორი გაჯერებულია მაგიური შემადგენლობით. აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა: აიღეს წყლიანი ჭიქა, რომელშიდაც შეიყვანეს ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები და დაამატეს ნივრის რამდენიმე კბილიც. გარკვეული დროის შემდეგ წყალი მიკრობებისგან გასუფდავდა.

პროპოლისიც ეფექტურად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ის გაციების, წყლულის, ყაბზობის, დიაბეტის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. აიღეთ ჭიქა, ჩაასხით 50 მლ წყალი და დაამატეთ 20-30 წვეთი პროპოლისი. ნარევი მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

მკურნალი გვიზიარებს რეცეპტს, რომელიც ყველა ქალისთვის საინტერესო იქნება. იმისათვის რომ გქონდეთ ლამაზი თმა, ფრჩხილები და კანი თანაბარი რაოდენობით აიღეთ ნიგოზი, თაფლი, ლიმონი და ქიშმიში. მომზადებული მასა მიიღეთ დღეში ერთხელ 3 ს. კ. ოდენობით.

ქიმური ნივთიერებები, რომლებსაც ამატებენ პროდუქტებს არომატისთვის და გემოსთვის, ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია. ნატრიუმის ნიტრატი და ნატრიუმის ნიტრიტი სილამაზის, ჯანმრთელობისა  და ახალგაზრდობის დაუძინებელი მტრები არის. ამ ქიმიური ნივთიერებების დახმარებით მწარმოებლები ახანგრძლივებენ პროდუქტის ვარგისიანობის ვადას და ხელს უშლიან ქილაში ბოტულოტოქსინის განვითარებას.

სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია ზეთი, რომლითაც ამზადებენ ჩიფსებს. ერთი და იმავე ზეთის მრავალჯერ გამოყენება ხდება, რაც იწვევს გარკვეული მავნე ნივთიერებების დაგროვებას, რომლებიც იწვევს უამრავ დაავადებას.

თეთრი შხამი-მარილი და შაქარი. შაქარი საზიანოა თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანოსთვის, მარილიც საკმაოდ ბევრი დაავადების გამომწვევია.

ხანგრძლივი სიცოცხლისათვის აუცილებელი კანონები:

  1. გამოიყენეთ იმ რაოდენობის კალორიები, რომლის დახარჯვასაც შეძლებთ.
  2. მიირთვით ყოველ დღე ვაშლი.
  3. აუცილებელია მიიღოთ ბალახების ნაყენი.
  4. აბაზანა მიიღეთ ყოველ დღე.
  5. აქტიური მუშაობა.
  6. ძილის დროს უმჯობესია ოთახში ციოდეს.
  7. ისეირნეთ რაც შეიძლება ბევრი. სასურველია დასვენების დღებში 10-15 კმ გაიაროთ ფეხით.
  8. იმხიარულეთ, იცინეთ, მეგობრებთან გაერთეთ, პოზიტიურად შეხედეთ ცხოვრებას.
  9. და რაც მთავარია, არ იფიქროთ ბევრი მოახლოებულ სიბერეზე.

ვიმედოვნებთ, რომ მოცემულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნობით, შეასრულებთ და თქვენი ცხოვრებაც აივსება ბედნიერებითა და ჯანმრთელობით.

იცოცხლეთ დიდხანს და ჯანმრთელად!