ბრაზილიური სერიალი, ,,მონა იზაურა,” ტელეეკრანებზე პირველად 1988 წელს გამოჩნდა და საბჭოთა კავშირმა აქტიურად დაიწყო მისი ჩვენება. ბავშვებს, რომლებიც იმ პერიოდში იბადებონენ, სერიალის გმირების სახელებს არქმევდნენ, ხოლო მათ, ვისაც გარეუბნებში ჰქონდათ სახლები, ამ ადგილებს ფაზენდას ეძახდნენ.
რა თქმა უნდა, სერიალმა მნიშვნელოვნად შეცვალა იმ მსახიობების ცხოვრება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს. დღეს გთავაზობთ უფრო მეტი შეიტყოთ ლუსელია სანტოსის ცხოვრების შესახებ, რომლემაც მთავარი როლი შეასრულა. სწორედ ლუსელია იყო ის პერსონაჟი, რომელსაც მთელი მსოფლიოს ქალები თანაუგრძნობდნენ.
ლუსელია უბრალო ოჯახში დაიბადა, ამიტომ ადრეული ასაკიდან გოგონას ოჯახს დასახმარებლად მუშაობა უწევდა. სანტოსს კარგი ხმა ჰქონდა, ის, ასევე, კარგად ცეკვავდა, ასე რომ პირველი ფულის გამომუშავება დიდად არ გასჭირვებია. ის თეატრშიც კი მიიწვიეს და უკვე, 14 წლის ასაკში, დიდ სცენაზე თამაშობდა.
კინოში, ლუსელიას დებიუტი 1975 წელს შედგა, ფილმში “პარანოია”. ამის შემდეგ მან იზაურას როლი მიიღო. მაშინ სანტოსი მხოლოდ 19 წლის იყო, ხოლო რუბენსი დე ფალკო, რომელიც მისი შეყვარებულის როლს ასრულებდა, 45 წლის. ამის მიუხედავად, მსახიობები ერთად კარგად მუშაობდნენ.
”მე მხოლოდ 19 წლის, მაგრამ უკვე გამოცდილი მსახიობი ვიყავი, ვსწავლობდი სტანისლავსკის სისტემის მიხედვით, მას ბევრი მსახიობი იცნობდა. ასე რომ, არ ყოფილა გაუგებრობები. გაცნობის პირველივე დღიდან მე და რუბენსი დავმეგობრდით. ის გულუხვი და გულახდილი ადამიანი იყო.” იხსენებს სანტოსი.
ლუსელია სანტოსის კარიერას შეიძლება ეწოდოს ძალიან წარმატებული. მან ბევრ ფილმში ითამაშა, 1981 წელს კი ბრაზილიური Playboy-ის გარეკანზე გამოჩნდა. 2000-იანი წლებიდან, მსახიობი ეკრანზე სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩნდებოდა, ის თეატრში თამაშს ამჯობინებდა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, სანტოსი 20 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ბრაზილიელ დირიჟორ, ჯონ ნეშლინგზე, რომლისგანაც მას ვაჟი, პედრო, შეეძინა. ბიჭი მსახიობის პოპულარობის დროს დაიბადა, ამიტომ მის აღზრდაში მთელი ოჯახი მონაწილეობდა.
პედრო გაიზარდა და ისიც მსახიობი გახდა. ის ძალიან პოპულარულია ბრაზილიაში. ბიჭმა თავის ცნობილ დედას შვილიშვილიც აჩუქა, რომელსაც კაროლინა დაარქვა.
დღეს სანტოსი 62 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად, შესანიშნავი ფიგურის შენარჩუნება შეძლო. Instagram-ის გვერდზე, ლუსელია ძალიან თამამ ფოტოებს აქვეყნებს. მაგალითად, ერთ–ერთ ფოტოზე მსახიობს მჭიდრო სამოსი აცვია, რომლის ჩაცმასაც ყველა ქალი ვერ მოახერხებს.
მისი ასეთი ჩაცმულობა უკავშირდება თეატრალურ პროექტში მონაწილეობას. დაგვეთანხმებით, რომ მსახიობს შეუძლია იამაყობს ცელულიტის ნაკლებობითა და შესანიშნავი ფორმებით. ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ ქალი ყურადღებით აკონტროლებს საკუთარ სხეულს.
ამასთან, მსახიობს არ ავიწყდება ფიზიკური დატვირთვა. ყოველდღე, ამინდის მიუხედავად, ათ კილომეტრს დადის. მაგალითად, რიო-დე-ჟანეიროში, მისი მარშრუტი ტყეში გადის. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ლუსელიას თან ახლავს მანქანა პირადი მძღოლით.
ქალბატონი სანტოსი ქალაქის ერთ–ერთ პრესტიჟულ მხარეში ცხოვრობს, სახლის პირობების მართვაში მას მოახლე ეხმარება, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ცხოვრება კარგად მიდის.