უგემრიელესი კრემის მარტივი რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ ტორტსა და ნაცხობს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოთავაზებთ უგემრიელესი კლასიკური კრემის რეცეპტს. მსუბუქი, ჰაეროვანი და არომატული კრემი უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარაქი 200 გრ
  • შესქელებული რძე 200 გრ
  • ვანილის ესენცია ან კონიაკი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. გაითვალისწინეთ, რომ ინგრედიენტები აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
  2. პირველ რიგში, დარბილებულ კარაქს თქვეფთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება ჰაეროვანი და სქელი არაჟნის კონსისტენციის.

შემდეგ დაამატეთ თითო-თითო სუფრის კოვზი შესქელებული რძე. გაითვალისწინეთ, რომ თქვეფა არ უნდა შეწყვიტოთ.  ფუმფულა და ჰაეროვანი კრემი საუკეთესოა ტორტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად.