ჯანჯაფილი უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული. ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ ზამთრის ცივ დღეებში ჯანჯაფილისა და ლიმონის ცხელი ჩაი ძალიან სასარგებლოა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილს შეუძლია თმის ზრდის პროცესის დაჩქარება.
ინდოელი ქალბატონები უძველესი დროიდან იყენებენ ჯანჯაფილს ნიღაბს თმის სამკურნალოდ. შემოგთავაზებთ ჯანჯაფილის ბაზაზე შექმნილ საოცარი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც აძლიერბს და ზრდის თმის მოცულობას.
თმის გასაზრდელი ჯანჯაფილის ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- ჯანჯაფილი, იგივე კოჭა (დაახლოენით 3 სმ)
- თაფლი 1 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების:
- ჯანჯაფილი გახეხეთ, დაამატეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
- მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ თმაზე და დაიყოვნეთ 40 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თმა გახდა დამყოლი, მბზინვარე და სქელი, ხოლო თუ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ თმა გაგეზრდებათ სწრაფად.
გაითვალისწინეთ შემოთავზაზებული რჩევები, მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.