ჭიები ჩვენი ორგანიზმის მტრები და უამრავი დაავავდების გამომწვევნი არიან, ამიტომ არ მოდუნდეთ და გაიწმინდეთ ორგანიზმი ამ მავნებლებისგან!
ჰელმინთოზის სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა კაკლის ნაყოფი. სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ამ საშიში მავნებლებისგან. .
საჭირო იგრედიენტები:
- ნიგოზი 33 ცალი
- არაყი 3 ლ-მდე
მომზადების წესი:
- შეაგროვეთ კაკალი მაისისა და ივნისის თვეში, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ნაყოფი ბოლომდე მოუმწიფებელია (რძის სიმწიფის ფაზაში). გაარჩიეთ ის და თითოეული ნაყოფი გაატარეთ ხორცსაკეპში.
- მიღებული მასა მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში და გაავსეთ არყით, დაახურეთ ლითონის საფარი და 40 დღის განმავლობაში განათავსეთ თბილ ადგილას ან მზეზე. ქილა პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ მარლის საშუალებით.
ნაყენი გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ მინის ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ ადგილას. სამკურნალო საშუალება მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე შემდეგი სქემის მიხედვით:
ჭიებზე მკურნალობის დროს, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე უზმოზე დალიეთ 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყლისა და 2 ჩ. კ. ნაყენის ნარევი. 7 დღის შემდეგ ნაყენი მიიღეთ კვირაში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 თვე. რეკომენდებულია პარალელურად მიიღოთ ნახევარ-ნახევარი ჩ. კ. მიხაკისა და აბზინდას ფხვნილი. ფხვნილები შეგიძლიათ დალიოთ ჩვეულებრივი წყლით ან სამკურნალო ნაყენით გაჯერებული წყლით.
დროს ნუ დაკარგავთ, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო ნაყენი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.