სახსრების პრობლემებიწარსულში მოვიტოვე, რაც ამ ხალხური საშუალებების დამსახურებაა

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ვისაც სახსრები არ აწუხებს. ზოგჯერ ტკივილს გადაღლილობა იწვევს, რომელიც დასვენების შემდეგ მალე მოგეხსნებათ.

მაგრამ თუ მრავალი მცდელობის მიუხედავად სახსრების მტანჯველი ტკივილი მაინც არ გაგიყუჩდათ, სცადეთ და გამოიყენეთ მრავალჯერ გამოცდილი ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ყველა იგრედიენტი არის ნატურალური.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე უნიკალური საშუალების რეცეპტს.

საშუალება N 1 – ჯადოსნური აბაზანა 

აი, როგორ უნდა მოვამზადოთ აბაზანა, რომელიც დაგიამებთ სახსრების ტკივილს.

საჭირო იგრედიენტები:

  • წყალი 6 ჩ. ჭ. (1,2 ლ)
  • ვაშლის ძმარი 50 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თასში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ ვაშლის ძმარი. კარგად აურიეთ და მომზადებულ საშუალებაში ჩაყავით ხელები ან ფეხები, დააყოვნეთ 10-დან 15 წუთამდე და მოდუნდით.

ეს მეთოდი დაგიამებეთ ტკივილებს, ამიტომ ნუ დააყოვნებთ   როგორც კი ტკივილი შეგაწუხებთ გაიკეთეთ აბაზანა.

ეფექტური შედეგისთვის აბაზანა გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

თუ კისერი ან სხვა რომელიმე ადგილი გტკივათ პირსახოცი გააჯერეთ ხსნარში და დაზიანებულ ადგილზე დაიფინეთ.

საშუალება N 2 – სახსრების ტკივილს დაგიამებთ ვაშლის ძმრისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ 2 წილი ვაშლის ძმარი და 1 წილი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე. გაიჩერეთ 2-3 საათით ან მთელი ღამით.

თუ თქვენ შემოთავაზებულ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ ტკივილების სიხშირე შეგიმცირდებათ.

საშუალება N 3 – ზეთისა და მარილის ნაზავი

სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია უძლიერესი სამკურნალო საშუალებების ზეითუნის ან ქოქოსის ზეთის გამოყენება. თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ზეთის, მაგნეზიის, ზღვისა და ჰიმალაის მარილის კომბინაცია ეფექტურს შედეგს იძლევა.

საჭირო იგრედიენტები:

  • ზღვის მარილი 1 ს. კ.
  • ჰიმალაის მარილი 1 ჩ. კ.
  • მაგნეზია 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემელი იგრედიენტები კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ სქელი კონსისტენციის საშუალება. მასა დაიტანეთ მტკივნეულ ადგილზე 2-3 საათით, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.

მომზადებული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ და შეამჩნევთ რომ ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებებიდან თქვენთვის სასურველი და თავი დააღწიეთ სახსრების მტანჯველ ტკივილს.