როგორ გავაპრიალოთ სააბაზანოს ფილები საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩარევის გარეშე

სააბაზანო და სამზარეულო ყველაზე სუფთა ადგილი უნდა იყოს სახლში, რადგან სწორედ, ამაზე არის დამოკიდებული თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. იმისათვის რომ დავიცვათ საბაზანოში სისუფთავე უამრავ ქიმიურ საშუალებას ვიყენებთ, მაგრამ ხშირად მათგან უფრო მეტ ზიანს ვიღებთ, ვიდრე სარგებელს.

შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც თქვენი სამზარეულო სისუფთავისგან იბრწყინებს და ამავე დროს აიცილებთ ტოქსიკური გამონაბოლქვის ზემოქმედებას.

საჭირო იგრედიენტები:

  • წყალბადის ზეჟანგი ¼ ჩ. ჭ.
  • თხევად საპონი 1 ჩ. კ.
  • სოდა ½ ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. მოცემული იგრედიენტები აურიეთ და მოათავსეთ ბოთლში.
  2. მსუბუქი დაბინძურების გასაწმენდად მომზადებული საშუალებით გააჯერეთ ნესტიანი ღრუბელი, გაწმინდეთ დაზიანებული ადგილები და შემდეგ წყლით ჩამოწმინდეთ.
  3. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში საშუალება დააყოვნეთ 10 წუთით. ამ დროის განმავლობაში ჭუჭყი დაიშლება, დალბება და მის მოშორებას შეძლებთ მარტივად. პროცედურა ერთხელ კიდევ გაიმეორეთ, შემდეგ წყლით ჩამოწმინდეთ.
  4. თუ გსურთ, გასუფთავებულ სააბაზანოში დიდი ხნით შეინარჩუნოთ სისუფთავე, გამოიყენეთ შემდეგი მეთოდი.

აიღეთ  1 წილი წყალი და 1 წილი ძმარი. ნარევი მოათავსეთ სპრეის ბოთლში და კვირაში 2-ჯერ შეაპკურეთ უკვე გასუფთავებულ კედლებს და მშრალი ქსოვილით ჩამოწმინდეთ.

ეს ნატურალური საშუალება გახდება თქვენი საიმედო თანაშემწე საშინაო საქმეებში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენი სახლის სისუფთავეზე.