ვაშლის ძმარი ჩვენი სილამაზისა და ახალგაზრდობის სადარაჯოზე

ვაშლის ძმარი-ნატურალური პროდუქტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და ალტერნატიულ მედიცინაში.

ვაშლის ძმარში შედის ნატურალური მჟავა, ანტიოქსიდანტები და საკვები ნივთიერებები, რომელთა წყალობით ნატურალური პროდუქტი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეფექტურად კურნავს სხვადსხვა ინფექციებს, გამოიყენება გაციების დროს.

ვაშლის ძმარი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზითაც.

დადასტურებულია, რომ ეს ნატურალური საშუალება ეფექტურად კურნავს აკნეს, ამშვიდებს კანს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებსა და კანის სხვა პრობლემებს.

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები აიხსნება მის შემადგენლობაში გარკვეული ბაქტერიებისა და საფუარის შემცველობით.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი სწორად ჩვენი ორგანიზმის სასარგებლოდ ვაშლის ძმარი.

1. ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება

ძმარმჟავა და ანტიოქსიდანტები აღადგენს კანის PH ბალანსს და იცავს მას ნაოჭებისგან.

ეფექტური დამატენიანებელი და აღმდგენი საშუალების მოსამზადებლად ძმართან ერთად რეკომენდებულია გამოიყენოთ მცირე რაოდენობის კიტრი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ. (10 მლ)
  • კიტრი ½

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და 20 წუთით დაიყოვნეთ.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. რეკომენდებულია ასეთი ნიღაბი გაიკეთოთ კვირაში 3-ჯერ.

2. მუდმივი მანიკიური

თუ გსურთ, ფრჩხილის ლაქი დიდი ხნით გაგიჩერდეთ, რეკომენდებულია ვაშლის ძმრის გამოყენება.

საჭირო იგრედეინტები:

  • ვაშლის ძმარი ¼ ჩ. ჭ. (დაახლოებით 62 მლ)
  • წყალი ¼ ჩ. ჭ. (დაახლოებით 62 მლ)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტებით მოამზადეთ ნარევი და 10 წუთით ჩაყავით ფრჩხილები.
  2. კარგად გაიმშრალეთ და შემდეგ წაისვით ლაქი.

3. პირის ღრუს სავლები

ვაშლის ძმრის ანტიბაქტერიული შემადგენლობის წყალობით ეს ნატურალური პროდიქტი აქტიურად გამოიყენება ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ პირის ღრუს ანთებით პროცესებს და არასასიამოვნო სუნს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • თბილი წყალი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ჭიქა გაავსეთ თბილი წყლით, დაამატეთ ვაშლის ძმარი და მარილი. მომზადებული ნარევი კბილების გახეხვის შემდეგ გამოივლეთ.

4. გასახდომი საშუალება

მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის ძმარი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მისი ენერგეტიკული ღირებულება შედარებით დაბალია და მხოლოდ სამ კალორიას შეიცავს. თუ გსურთ, დაიკლოთ წონაში, კვების რაციონს დაამატეთ ვაშლის ძმარი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
  • თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული სასმელი მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე.

5. ნატურალური კონდენციონერი

გამოიყენეთ ნატურალური ვაშლის ძმრის კონდენციონერი, რომელიც თმას მბზინვარებას და ჯანმრთელ იერს დაუბრუნებს. საშინაო პირობებში მომზადებულ საშუალებას კიდევ მეტი ეფექტისთვის დაამატეთ ზეითუნის ზეთი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული  საშუალება შეიზილეთ დატენიანებულ თმაზე. დაიყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
  2. რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ყოველ დღე.

6. ვებრძვით ქერტლს

ვაშლის ძმრის შემადგენლობაში შემავალი ვაშლის მჟავა ეფექტურად უმკლავდება კანის სიმშრალეს, ქერტლს.

7. ვაშლის ძმარი ებრძვის სოკოვან მიკროორგანიზმებს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 3 ს. კ.
  • წყალი ½ ჩ. ჭ.
  • ხის ჩაის ეთერზეთი 6 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით თავის კანზე შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ კი ოდნავ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. პროცედუა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.

8. აკნეს საწინააღმდეგო საშუალება

ვაშლის ძმარი აღადგენს კანის ბუნებრივ PH ბალანს, იცავს მას ანთებითი პროცესებისგან და ბაქტერიების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • წყალი 4 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ვაშლის ძმარი და წყალი აურიეთ. ბამბის ფირფიტა გააჯერეთ მომზადებული საშუალებით და წაისვით სახის კანის დაზიანებულ ადგილზე.
  2. რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ყოველ დღე, დღეში 2-ჯერ.

9. მზის დამწვრობა

ვაშლის ძმარი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და შეიმსუბუქეთ მზის დამწვრობის შედეგად მიღებული ტკივილები.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
  • წყალი ¼ ჩ. ჭ.
  • ყინული რამდენიმე კუბუკი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ და დაამატეთ ყინულის რამდენიმე კუბიკი.

აიღეთ სუფთა ქსოვილი, გააჯერეთ მომზადებული ხსნარით და დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ საოცრად ეფექტური ნატურალური საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.