ლამაზად აყვავებული ვარდების ბაღი ნამდვილად ყველა მებაღის ოცნებაა. თუმცა დამწყებთათვის, ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა. რატომ არის საჭირო ვარდების დარგვა შემოდგომაზე?
თუ ვარდებს შემოდგომაზე დარგავთ, ისინი ყინვის წინ კარგად აითვისებენ სითბოს და სინესტეს. უკვე გაზაფხულზე, საოცარი ვარდების ბაღით დატკბებით.
შემოდგომაზე, ღია სივრცეში, ვარდების დარგვა გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს, მაგრამ ინსტრუქციის დახმარებით შეძლებთ ამ რთული ამოცანის გამკლავებას.
გახსოვდეთ, რომ ბევრი რამ ადგილზეა დამოკიდებული. ის უნდა იყოს მზიანი და ქარისგან კარგად დაფარული. ასევე, მნიშვნელოვანია ჰაერი, ამიტომ აუცილებელია მიწის ნაკვეთის ისე არჩევა, რომ არ გააჩნდეს დიდი სტაგნაციის უნარი.
მას შემდეგ, რაც ადგილს შეარჩევთ, აუცილებელია ნერგების შეძენა. მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას. ეს მნიშვნელოვანია! მცენარის უსაფრთხოება და მომავალში ყვავილის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მჭიდროდ არის ფესვები შეხვეული.
გახსოვდეთ, რომ ნერგს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 10 მმ სისქის მინიმუმ სამი ფუძე.
ვარდების დარგვის ეტაპები
1. ვარდების ნერგი, რამოდენიმე საათის განმავლობაში, მოათავსეთ ცივ წყალში.
2. მიუხედავად იმისა, რომ ნერგები წყლითაა გაჟღენთილი, შეგიძლიათ ორმოებში მოათავსოთ სწორ ადგილას. ისინი უნდა იყოს საკმარისად ღრმად.
3. პაკეტში ფესვები მოხერხებულობისთვის შესაძლებელია დაკეცილი მოათავსოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ისინი სწორი მიმართულებით იყოს. მიწა, რომელიც შეფუთვის დროს გამოიყენეს, არ უნდა მოაშოროთ.
4. დარგვამდე, ფესვები ცოტა გააცალცალკევეთ. ამით, ფესვი გაიზრდება არა სიმაღლეში, არამედ სიგანეში.
5. როდესაც ნერგი გაიზრდება, აუცილებელია ნიაგადს ჰქონდეს პატარა ხვრელები, რათა შეივსოს საჭირო ნივთიერებებით, რაც მის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს. ამისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორფის ნეშომპალა, ან დაამატოთ ხის ნაცარი.
6. დარგვისას, საჭიროა ნერგების მოთავსება ისე, რომ ნამყენი მიწისქვეშ მინიმუმ 3 სმ-ით იყოს.
7. დარგვის შემდეგ, საჭიროა ფრთხილად მორწყოთ მცენარე.
შემოდგომაზე ვარდების დარგვა დეტალურად არის აღწერილი ამ ვიდეოში.
დარწმუნდით, რომ დაწყებამდე დეტალურად შეისწავლეთ დარგვის ტექნიკა.