სახსრებისა და კუნთების ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. იხილეთ იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ მეტად საჭირბოროტო პრობლემის წარმოქმნას:
- მედიკამენტები, განსაკთრებით კი, ქოლესტერინის დონის შესამცირებელი მედიკამენტები, იგივე სტატინები.
- კუნთების კრუნჩხვები
- ტრამვები
- რევმატიული ართრიტი
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი
- ფიბრომიალგია
- ჰიპოთირეოზი
- გრიპი
- ლაიმის დაავადება
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილს.
1. ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლო მრავალი დადებითი თვისებითაა გაჯერებული. ქოქოსის ზეთი ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. იგი ამშვიდებს სახსრებისა და ძვლების დაავადებებით გამოწვეულ ტკივილს, ასტიმულირებს სისხლის ნაკადს, რაც ხელს უწყობს სახსრებისა და კუნთების განკურნებას.
2. კაიენის წიწიაკა
კაიენის წიწაკა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტკივილგამაყუჩებებლი და სისხლის ნაკადის სტიმულატორი საშუალებაა.
3. ჯანჯაფილი და კურკუმა
ჯანჯაფილი და კურკუმა ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო საშუალებებია, რომლებიც უძველესი დროიდან გამოიყენება რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ.
სტატიაში შემოთავაზებული რეცეპტი აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ უძლიერეს იგრედიენტებს და კუნთებისა და სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად სასწაულებს ახდენს .
საჭირო იგრედიენტები:
- მინის ქილა
- ქოქოსის ზეთი ½ ჭიქა
- კაიენის წიწაკა 2 ჩ. ჭ.
- ჯანჯაფილის ფხვნილი 2 ჩ. კ.
- კურკუმას ფხვნილი 2 ჩ. კ.
- პიტნის ეთერზეთი 15 წვეთი
- ლავანდის ეთერზეთი 15 წვეთი
- გახეხილი ფუტკრის ცვილი ¼ ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები, ეთერზეთების გამოკლებით, მოთავსეთ თასში და დადგით ორთქლის აბაზანაზე. როდესაც ცვილი დადნება, საშუალება გადმოდგით ცეცხლიდან, გააციეთ და დაამატეთ პიტნისა და ლავანდის ეთერზეთები.
- მომზადებული საშუალება შეინახეთ გრილ ადგილზე.
- მალამო ყოველ საღამოს დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ, შეიხვიეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათით.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.