ასაკთან ერთად მუხლები ზიანდება, იწყება საშინელი და გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც სიარულის დროს კიდევ უფრო აუტანელი ხდება. ალბათ დამეთანხმება ყველა, ვისაც მსგავსი ტკივილი გამოუცდია.
მსურს, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება თუ როგორ შევძელი ტკივილების შემსუბუქება ბუნებრივი საშუალებების დახმარებით. ხალხური მედიცინა მდიდარია რეცეპტებით, რომლებიც სახსრების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება. სტატიაში შემოგთავაზებთ მალამოს რეცეპტს, რომელიც საოცრად ეფექტურია და მისი წყალობით შეძლებთ თავი დააღწიოთ მუხლების აუტანელ ტკივილს. მართალია, ართროზისგან სრული განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
მალამოს შემადგენლობაში შედის უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო პროდუქტი თაფლი. თაფლისა და მარილის კომბინაცია სახსრების საწინააღმდეგოდ საუკეთსეო და უმარტივესად მოსამზადებელი საშუალებაა.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ ნებისმიერი საშუალო ზომის ჭურჭელი და ჩაყარეთ 1 ს. კ. მარილი, შეგიძლიათ ზღვის მარილიც გამოიყენოთ, დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი და 1 ს. კ. მწარე მდოგვი ან მდოგვის ფხვნილი, შემდეგ დაამატეთ 1 ს. კ. წყალი და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭლში და შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 5 დღის განმავლობაში.
- მალამო დაიტანეთ მტკივან სახსარზე, კარგად შეიზილეთ, შემოიხვიეთ ცელოფანი და შემდეგ შალის ქსოვილი. სამოქმდეოდ დაიტოვეთ 5 საათი.
- მეორე პროცედურის შემდეგ უკვე იგრძნობთ ტკივილების შემსუბუქებას. მიღებული ეფექტის გასამტკიცებლად შეგიძლიათ კიდევ რამდენიმე პროცედურა ჩაიტაროთ.
- კომპრესი შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელ დროს გაიკეთოთ.
შემოთავაზებულ საშუალებას აქვს უკუჩვენებებიც. მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის დაავადებებისა და ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანთათვის.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.