თუ ღვიძლი გადატვირთულია ან ცუდად ფუნქციონირებს, ამას მაშინვე ვგრძნოთ. სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულევისრევის შეგრძნება, ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, გამონაყარი კანზე-სიმპტომები იმისა, რომ თქვენს ღვიძლს დახმარება სჭირდება.
შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც საშინაო პირობებში ჩაიტარებთ ღვიძლის წმენდას. საშუალება არის აბსოლიტურად უსაფრთხო, დაუყონებლივ იგრძნობთ შეღავათს და თანდათან გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა. სასმელს საოცრად დელიკატური არომატი და გამაგრილებელი გემო აქვს. მოამზადეთ, მიირთვით, ისიამოვნეთ, გაიწმინდეთ ღვიძლი ტოქსინებისგან და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
პიტნის სასმელი
საჭირო იგრედიენტები:
- პიტნის ფოთლები (ნედლი) მუჭა
- 1 ცალი ლიმონის წვენი
- 1 ცალი ფორთოცლის წვენი
- წყალი 1 ლ
- თაფლი 3 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ პიტნის ფოთლები და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი.
- ნახარში გააციეთ, დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენები, თაფლი და კარგად აურიეთ.
- გადაწურეთ და სამკურნალო სასმელი მზად არის გამოსაყენებლად.
- სასმელი ეფექტურად მოქმედებს ნებისმიერი მოწამვლის დროს, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებას, მოგიკლავთ წყურვილს.
- დღის განმავლობაში მიიღეთ 1ჩ. ჭ. სამკურნალო საშუალება და ჩაიტარეთ ღვიძლის გამწმენდი პოცედურები.
ნუ დააყოვნებთ, მოამზადეთ არომატული სასმელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.