ყველა ქალბატონის ოცნებაა, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. მაგრამ დრო თავისას შვრება და სახის კანი დუნდება, კარგავს სიმკვრივეს, ჩნდება წვრილი და ღრმა ნაოჭები. მშვენიერი ქალბატონები ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან ბევრი მიმართავს ქირურგიულ ჩარევას, ზოგიც- ბოტოქსს, მაგრამ ბევრი ამ პროცედურებზე უარს ამბობს და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ებრძვის პრობელემას.
სტატიაში შემგთავაზებთ უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც სასურველ შედეგს მინიმალურ ვადაში მოგცემთ.
საჭირო იგრედეინტები:
- სახამებელი 150 გრ
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- წყალი 15 მლ
- ლიმონის წვენი 5 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ მოცემული იგრედიენტები და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ ერთი საათით. ნიღაბი ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივით.
- პროცედურის ბოლოს კი სახის კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი მალამო.
მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ნიღაბი, რომელსაც ბოტოქსის ეფექტი აქვს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.