როგორ შევინახოთ პომიდორი მეორე ზამთრამდე დაუმარინადებლად

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, თუ როგორ შევინახოთ პომიდორი ზამთრისთვის. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ დაგჭირდებათ მარილი, ძმარი, წყალი და არავითარი მარინადი.

პომიდორი შეგიძლიათ შეინახოთ ისეთ მდგომარეობაში, თითქოს ახალი დაკრეფილია. ყველას გააოცებთ, როცა ზამთარში სუფრას სათბურში მოყვანილი პომიდვრით კი არა, ზაფხულის მზის ქვეშ დამწიფებული ბოსტნეულით დაამშვენებთ.

შეარჩიეთ ხორციანი, მკვრივი, საშუალო ზომის, საღი პომიდვრები დეფექტების გარეშე.

შემოგთავზებთ სამლიტრიანი ქილისათვის საჭირო ინგრედიენტებს:

  • მდოგვის ფხვნილი 5-6 ს. კ.
  • პომიდორი

მომზადების წესი:

  1. ქილები გაასტერილეთ. პომიდვრები გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. მშრალი კოვზით აიღეთ მდოგვის ფხვნილი და ჩაყარეთ ქილის ფსკერზე.
  3. ფრთხილად ჩააწყვეთ პომიდორი და მოაყერეთ მდოგვის ფხვნილი, შემდეგ ისევ პომიდორი და ასე ფენებად გაავსეთ ქილა და ზემოდანაც მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი.
  4. პომიდვრით სავსე ქილას დაახურეთ სტერილური და მშრალი თავსახური.
  5. ნამზადი შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილზე.

ეთერზეთი, რომელიც მდოგვის ფხვნილის შემადგენლობაშია აფერხებს ბაქტერიების განვითარებას და ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ ახალდაკრეფილ პომიდორს მიირთმევთ.

სცადეთ და შეინახეთ პომიდორი შემოთავაზებული მეთოდი მიხედვით და ისიამოვნეთ.