როგორ გავიძლიეროთ თმის ძირები და დავაჩქაროთ მისი ზრდა საშინაო საშუალებით

ლამაზი და მოვლილი თმა ქალბატონებს კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და სილამაზეს ჰმატებს. თმის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ისინი ბევრი ადამიანისთვის ფუფუნებაა.

საბედნიეროდ, ბუნება შემოქმედია და უამრავი ნატურალური საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით თმას შეუნარჩუნებთ სილამაზესა და მოცულობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ თაფლისა და დარიჩინის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს. ამ ორი ნატურალური ინგრედიენტის კომბინაცია დადებითად მოქმედებს თმაზე. კვებავს თმის ფოლეკულებს სასარგებლო ნივთიერებებით და ხელს უწყობს მის გაზრდასა და გაძლიერებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • დარიჩინი 1 ს. კ.
  • თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მცენარეული ან კოსმეტიკური ზეთი 2 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

დარიჩინი და ზეთი კარგად აურიეთ და 15 წუთი გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე, რათა დარიჩინმა ზეთი თავისი სასარგებლო ნივთიერებით გააჯეროს, შემდეგ გააგრილეთ იმ ტემპერატურამდე, რომ თავის კანისთვის კომფორტული იყოს, დაამატეთ 1 ს. კ. თხელი კონსისტენციის თაფლი.

მომზადებული ნიღაბი შეიზილეთ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთავაზებული ნიღაბი და იზრუნეთ თქვენსსილამაზეზე.