სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, სასარგებლო, მოსამზადებლად უმარტივეს, ფაფუკ, ჰაეროვან ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში არ შედის ფქვილი. დამერწმუნეთ, მისი დაგემოვნების სურვილს წინ ვერ აღუდგებით.
საჭირო იგრედიენტები:
- ხაჭო 500 გრ
- კვერცხი 5 ცალი
- კარაქი ან მარგანინი 50 გრ
- ქიშმიში გემოვნებით
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
- მანი 1 ს. კ. (კარგად სავსე)
- შაქარი 100 გრ
- არაჟანი 50 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კვერცხის გული და ცილა გამოყავით. გულს დაამატეთ 50 გრ შაქარი და მიქსერით კარგად ათქიფეთ.
- დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ლიმონის ცედრა, მანი, ხაჭო.
- თუ გსურთ, ნამცხვარი ფაფუკი გამოგივიდეთ, ხაჭო აუცილებლად დააბლენდერეთ.
- ცილა კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი შაქარი.
- შემდეგ ცილის მასა ძალიან ფრთხილად ხის კოვზით შეურიეთ ხაჭოიან მასას. ამ მეთოდით თქვენ ჰაეროვან მასას მიიღებთ.
- აიღეთ საცხობი ფორმა, ძირზე და კედლებზე წაუსვით კარაქი, შეგიძლიათ მანიც მოაყაროთ, ჩაასხით ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
- ზემოდან წაუსვით არაჟანი ან თქვენი სურვილისამბერ ორნამენტებით მოხატეთ. გამოაცხვეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე.
- გაითვალისწინეთ, საცხობი ფორმა ღრმა უნდა იყოს, რადგან ჰაეროვანი ცომი ცხობის დროს კარგად ამოდის.
უგემრიელესი, უფაფუკესი და უნაზესი ხაჭოს ნამცხვარიც მზად არის. ნუ დაიზარებთ, აუცილებლად მოამზადეთ და კიდევ ერთი ლამაზი საღამო მოიწყვეთ თქვენს უსაყვარელს ადამიანებთან ერთად.