ხშირად ნერვიულობთ იმაზე, თუ რას აკეთებს თქვენი პარტნიორი და ვისთან ერთად არის? ხშირად ფიქრობთ ხოლმე, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია არ არის თქვენი ღირსი? როგორ ფიქრობთ, თქვენს გარშემო არავინ იმსახურებს თქვენს ნდობას?
თუ ამ ყველა კითხვას დადებითად უპასუხეთ, მაშინ გაქვთ პისტანტროფობია.
რა არის პისტანტროფობია?
პისტანტროფობია სხვებისადმი ნდობის შიშია. რასაკვირველია, თუ წარსულში თქვენ გღალატობდნენ საყვარელი ადამიანები, მაშინ ძნელი იქნება თქვენთვის სხვა ადამიანების ნდობა. მაგრამ ეს მწარე გამოცდილება არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ასეთია.
არ გინდათ, რომ ფობიამ მთელი თქვენი ცხოვრება მოიცვას? დასაწყისისთვის, მოდით გავარკვიოთ, ნამდვილად გაწუხებთ თუ არა პისტანტროფობია.
აქ მოცემულია 10 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სხვების ნდობის გეშინიათ:
1. თქვენ მუდმივად ფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი გატყუებთ.
როდესაც ახალ ადამიანს შეხვდებით, ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არ არის გულწრფელი. თქვენ აანალიზებთ მის ქცევას და ცდილობთ გაარკვიოთ მისი ფარული მოტივები. თქვენ ნამდვილად პარანოიდი ხართ და შეწყვიტეთ ყველაფერში ეჭვების შეტანა.
2. ძნელია დაიჯეროთ, რომ გარემოში მყოფი ადამიანები სანდოები არიან.
დარწმუნებული ხართ, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც ხვდებით, დაგაზარალებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლოს ხართ. ფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი გიღალატებთ.
3. ფიქრობთ, რომ ყოველთვის მარტო იქნებით.
თქვენ ძალიან პრეტენზიული ხართ, დარწმუნებული ხართ, რომ ვერასდროს იპოვით მონათესავე სულს. თქვენ არ გჯერათ, რომ ცხოვრებაში გამოჩნდება ვინმე, ვისთანაც შეგიძლიათ ააწყოთ ჯანსაღი, ბედნიერი, გრძელვადიანი ურთიერთობა.
4. თქვენ ზედმეტი ეჭვიანობა გახასიათებთ.
თქვენ იმდენად არ ხართ დარწმუნებული თქვენს პარტნიორში, რომ მათზე ხშირად ეჭვიანობთ (თუნდაც მიზეზის გარეშე). უნდა გესმოდეთ ის, რომ ირაციონალურმა ეჭვიანობამ შეიძლება გაანადგუროს ძლიერი ურთიერთობები.
5. თქვენ ყველას ისე უყურებთ, როგორც პოტენციურ მატყუარას.
რაც არ უნდა გითხრან, ხალხს არასოდეს ენდობით. როდესაც ვიღაც კომპლიმენტს გეუბნებათ, გგონიათ, რომ გატყუებთ. თქვენს გარშემომყოფთა ყველა სიტყვაში ტყუილს და თვალთმაქცობას ხედავთ.
6. მერფის კანონი ერთ-ერთი თქვენი საყვარელი კანონია.
როგორც წესი, მერფის კანონი მდგომარეობს შემდეგში: “ყველაფერი, რაც შეიძლება არასწორად წავიდეს, არასწორად მიდის.” ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ სინამდვილეში თქვენ არ გსურთ შეიყვაროთ და შეგიყვარონ. მაგრამ ეს სწორი არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბედნიერების საპოვნელად საჭიროა პოზიტიური და ოპტიმისტური იყოთ.
7. თქვენ ყოველთვის ითხოვთ, რომ პარტნიორმა დაგიმტკიცოთ სიყვარული.
თქვენ გჭირდებათ, რომ მეორე ნახევარმა მუდმივად დაამტკიცოს თქვენდამი სიყვარული. ასე იქცევით, ვინაიდან გსურთ 100% დარწმუნებული იყოთ, რომ ის არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ. თუ ყოველდღიურად იტყვით სიტყვას “მიყვარხარ,” თანდათანობით გაექცევით თქვენს ეჭვებს.
8. თქვენ საკუთარ თავს შეპირდით, რომ არასოდეს არავის ენდობოდით.
წარსულში თქვენთვის არაერთხელ უღალატიათ. ამიტომ, გადაწყვიტეთ, რომ არავის ენდოთ. თქვენ თავის დაცვას ცდილობთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თუ სხვაგვარად არ იფიქრებთ, ვერასოდეს შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას.
9. პარტნიორისგან ძალიან ბევრს მოითხოვთ.
ურთიერთობის დასაწყისშივე, თქვენ მოელით, რომ თქვენი მეორე ნახევარი თავისუფალი დროის ყოველ წუთს თქვენთან გაატარებს. ასევე გსურთ, რომ დაივიწყოს მეგობრები, მიზნები და ინტერესები და თქვენ იქცეთ მის პრიორიტეტად. მაგრამ ეს არ შეიძლება ჯანსაღი ურთიერთობის ნაწილი იყოს!
10. მარტივათ ამთავრებთ ურთიერთობებს.
თქვენი აზრით, ადამიანს მეორე შანსი არ უნდა მისცეთ. მაშინაც კი, თუ თქვენს პარტნიორს არაფერი დაუშავებია და უბრალოდ ეჭვები გაქვთ, მარტივად შეგიძლიათ ამ ურთიერთობის დასრულება.
როგორ ფიქრობთ, გაქვთ პისტანტროფობია?