როგორ გავზარდოთ ლიმონი საკუთარი ხელით

რა შეიძლება იყოს იმაზე მშვენიერი, როდესაც შედიხარ სახლში და ირგვლივ სასიამოვნო სურნელი და არომატი ტრიალებს.

როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სახლში მუდმივად იდეალური სუნი იყოს? ამისათვის საუკეთესო საშუალებაა ლიმონი.

სტატიაში გიამბობთ, როგორ გახაროთ სახლში ლიმონის მინიატურული ხე.

  • დაგჭირებათ ყვავილების საშუალო ზომის ქოთანი ან ფინჯანი;
  • ლიმონის თესლი
  • მიწა
  • წყალი

მიჰყევით ინსტრუქციას. შეასრულეთ ყველა მითითება და სულ მალე თქვენს სახლში სასიამოვნო სუნი დაისადგურებს, რომელსაც ამავე დროს დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.

  1. ლიმონის თესლი დასარბილებლად ჩაალბეთ წყალში.
  2. პინცეტის საშუალებით თესლს მოაცილეთ სქელი ქერქი.
  3. ლიმონის თესლი 2 დღით მოათავსეთ წყალში.
  4. როგორც კი თესლი გაღვივდება გადაიტანეთ მიწაში და დაასხით ცოტა წყალი.
  5. სილამაზისთვის ქოთანი გააფორმეთ დეკორატიული ქვები.
  6. ქოთანი დადეთ მზიან ადგილას და მორწყვა არ დაგავიწყდეთ.

თქვენი ლიმონი მალე  გაიზრდება. ირგვლივ სასიამოვნო სურნელი და სიმშვიდე დაისადგურებს.