როგორ გამოვიყნოთ ქაცვის ზეთი სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ

ქაცვის ზეთი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

იხილეთ სტატიაში ინფორმაცია თუ რომელ დაავადებათა მკურნალად გვევლინება ქაცვის ზეთი და როგორ მოვამზადოთ მის ბაზაზე სამკურნალო საშუალებები.

ქაცვის ზეთი კუჭის – წყლულის მკურნალი

წყლულოვანი დაავადებების სმკურნალოდ რეკომენდებულია გამოიყენოთ ქაცვის ზეთი. 3-4 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ მიიღეთ 1 ჩ. კ. ქაცვის ზეთი. პირველი 3-4 დღე იგი იწვევს გულძმარვას, კუჭის წვას. ეს უსიამოვნო შეგრძნებები თავიდან რომ ავიცილოთ, ქაცვის ზეთის ბოთლს დაამატეთ ¼ ჩ. ჭ. 2 %-იანი სოდის ნარევი და კარგად შეანჯღრიეთ.

ქაცვის ზეთის სისტემატურად გამოყენება ამცირებს ან საერთოდ გაგიქრობთ კუჭის ტკივილს, გულმძმარვას, წვას.

საშვილოსნოს ყელის წყლული და კოლიტი

საშვილოსნოს ყელის ეროზიებისა და კოლიტის დროს სამკურნალოდ იყენებენ ქაცვის ზეთით გაჟღენთილ ბამბის ტამპონებს, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოთ. კოლიტის დროს რეკომენდებულია 10-15 პროცედურა, ხოლო ეროზიის დროს-8-12 პროცედურა. შეგიძლიათ სამკურნალო პროცედურები 4-6 კვირის შემდეგ გაიმეოროთ.

დერმატიტი, ეგზემა, ტროპიკული წყლულები, დერმატოზი

ქაცვის ზეთი გამოიყენება ეგზემის, დერმატოზის, ტროპიკული წყლულის სმაკურნალოდ.

1 ს. კ. ქაცვის ზეთს დაამატეთ 80 გრ გამდნარი ღორის, ქათმის ან ბატის ქონი, ვაზელინი ან ზეთი. მომზადებული მალამო დღეში 2-ჯერ დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.

ძლიერი სურდო

იმისათვის, რომ აიცილოთ სურდო ცხვირის ლორწოვანი გარსი დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ქაცვის ზეთით გაჯერებული ტამპონით.

ყელის ტკივილის დროს

საშინელ ტკივილს თავს დააღწევთ ქაცვის ზეთისა და ზღვის წყლის ნარევით. როგორ მოვამზადოთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება? ჯერ მოვამზადოთ ზღვის წყალი. 1 ჩ. ჭ. წყალს დაამატეთ 1 ჩ. კ. ზღვის მარილი და კარგად მოურიეთ. მომზადებულ ზღვის წყალს დაამატეთ 1 ს. კ. ქაცვის ზეთი და დღეში 3-ჯერ გამოივლეთ ყელში.

ხველის საწინააღმდეგო საშუალება

გახანგრძლივებული ხველის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაცვისა და კამფორის ზეთები.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად აიღეთ ½ ჩ. ჭ. ქაცვის ზეთი და 2 ს. კ. კამფორი. კომპონენტები კარგად აურიეთ და მომზადებული ნაზავით ავადმყოფს შეუზილეთ ზურგი და მკერდი. უმჯობესია თუ ავადმყოფს პროცედურას ღამით ჩაუტარებთ და შემდეგ თბილად დააფარებთ. გამონჯანმრთელებისთვის 3-4 პროცედურაც კი საკმარისია. სამკურნალო საშუალება ეფექტურდ მოქმედებს ხველის ყველაზე გართულებულ ფორმაზე.

ტუბერკულიოზი

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 1 კგ ცაცხვის თაფლი
  • 1 ჩ. ჭ. ქაცვის ნედლი ნაყოფი
  •  3 ს. კ. ქაცვის ზეთი
  •  1/ 2 ჩ. ჭ. არყის ხის კვირტები
  • 1 ს. კ. ცაცხვის ყვავილი.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თაფლი გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ ქაცვის ნაყოფი და დადაბალ ცეცხლზე 10 წუთი ხარშეთ. 2 სხვადასხვა ჭურჭელში მოხრშეთ არყის კვირტები და ცაცხვის ყვავილები. დააყოვნეთ 4-5 წუთი და შემდეგ მარლის საშუალებით გადაწურეთ და დაამატეთ თაფლიან მასას. მომზადებულ სამკურნალო ნარევს დაამატეთ ქაცვის ზეთი და გადიტანეთ მინის ბოთლში.

წამალი მიიღეთ ყოველ დღე ყველა ჭამის შემდეგ. გამოყენებამდე შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ.

უკუჩვენება:

ზოგიერთ ადამიანი ვერ ეგუება ქაცვის ბაზაზე დამზადებულ პრეპერტებს და მათი გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებათა გამწვავება. ქაცვის ზეთის გამოყენება არ შეიძლება ჰეპატიტის, დიარეით, პანკრიასით დაავადებულ ადამიანებისთვის.

გამოიყენეთ ქაცვის ზეთი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.