სტატიაში შემოგთავაზებთ იაპონელი ექიმის ბანანის დიეტის რეცეპტს, რომლის წყალობითაც დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს.
ჩვეულებრივი საუზმე შეცვალეთ დაუმწიფებელი ბანანითა და თბილი წყლით. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია ასწრაფებს მეტაბოლიზმს.
ბანანი შეიცავს სახამებელს, კარგად განაყრებთ და ეს შეგრძნება დიდი ხნით მიგყვებათ. შედეგად კი ცხიმების დაწვის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს.
ოთახის ტემპერატურის წყალი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს შიმშილის შეგრძნებას.
იხილეთ წესები, რომელიც დიეტის დროს უნდა დაიცვათ:
- აუცილებლად დაწექით დასაძინებლად 12 საათზე.
- არ მოგივიდეთ ზედმეტის მირთმევა და თავიდან აიცილეთ კუჭის კედლების გაფართოება.
- გამორიცხეთ კვების რაციონიდან რძის ნაწარმი და ალკოჰოლი.
- არ არის აუცლებელი ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში.
- დალიეთ მხოლოდ წყალი, სხვა სასმელების გამოყენება სასტიკად აკრძალულია.
იხილეთ დღის მენიუ:
- საუზმე: 1 ან 2 დაუმწიფებელი ბანანი და 1 ჩ. ჭ. ოთახის ტემპერატურის წყალი
- სადილი: შეგიძლიათ მიირთვათ სასურველი კერძები.
- სადილსა და ვახშამს შორის: შეგიძლიათ მიირთვათ ხილი.
- ვახშამი: შეგიძლიათ მიირთვათ სურვილისამებრ, მაგრამ 8 საათის შემდეგ არ ჭამოთ. დესერტს ნუ მიეძალებით.
რა სარგებლობა მოაქვს ბანანის დიეტას:
- აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს გვიწყობს, რომ ადვილად დავნაყრდეთ.
- ბანანი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.
- საკვები რაციონიდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებით ზღუდავთ ცხიმებისა და შაქრის მიღებას.
- საკვები რაციონიდან კოფეინის ამოღება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას და მადის შემცირებას.
თუ თქვენ დიდი ხანია ცდილობთ წონში დაკლებას, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოა, აუცილებლად ცადეთ ბანანის დიეტა, დაიწყეთ დილა უგემრიელესი და ძლიან სასარგებლო ხილით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.