როგორ მოვამზადოთ უნაზესი მიკადო, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტორტის ,,მიკადოს“ ერთ-ერთ სუკეთესო რეცეპტს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ უნასეზი მიკადო საკმაოდ რთული მოსამზადებელია, რადგან ის ბევრი ფირფიტისგან შედგება და თითოეული მათგანი უნდა გააბრტყელოთ ძლიან თხელ ფენად.

სწორედ, ამიტომ გამოდის ტორტი საკმაოდ ნაზი და ჰაეროვანი, თითქოს ენაზე დნებაო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ნაპოლეონი ან მედოკი გამოგიცხვიათ, მაშინ არც მიკადოს მომზადება გაგიჭირდებათ. თუ ძალიან თხელი ფენები არ გამოგივათ, არ ინერვიულოთ.

საოცრად ჰაეროვანი და უგემრიელესი მიკადო აღგაფრთოვანებთ და მის უნაზეს გემოს ვერ დაივიწყებთ.

საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:

  • კარაქი 125 გრ
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • არაჟანი 100 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • ძმარი 1 ჩ. კ.
  • ფქვილი (დაახლოებით) 3 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. კარაქს დააყარეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ, შემდეგ შეაზილეთ კვერცხი. არაჟანს დაამატეთ ძმარში გახსნილი სოდა და შეურიეთ კარაქიან მასას.
  2. თანდათან შეაზილეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს გლუვი და ელასტიური.
  3. მომზადებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გაყავით 7 ან 9 ნაწილად. თითოეული გუნდა გაახვიეთ ცელოფანში და დაახლოებით 1 საათით შედეთ მაცივარში.
  4. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე, ცომის სისქე დაახლოებით 3 მლ უნდა იყოს,  და 10-15 წუთით შედეთ ღუმელში. გამომცხვარი ფენები უნდა იყოს ოქროსფერი.

კრემის მოსამზამდებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • რძე 1 ლ ან ცოტა მეტი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილის ექსტრაქტი 2 ჩ. კ.
  • ფქვილი 4 ს. კ. (სავსე კოვზები)
  • კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.
  •  ოთახის ტემპერატურის კარაქი 200 გრ

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. დარჩენილ რძეში გახსენით ფქვილი, სახამებელი, ვანილი და კარგად აურიეთ.
  2. ნარევი დაამატეთ კვერცხიან მასას და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ ადუღდება. ადუღეთ კიდევ რამდენიმე წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. გადააფარეთ ცელოფანი და დაელოდეთ გაციებას. კარაქი კარგად ათქვიფეთ და თანდათან დაამატეთ მოხარშული მასა.
  4. მსუბუქი და ჰაეროვანი კრემი წაუსვით ყველა ფენას, ბოლოს გარდა.

როგორ მოვამზადოთ მინანქარი

შემოგთავაზებთ შავი შოკოლადის ბაზაზე მომზადებული მინანქრის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • შავი შოკლადი 150 გრ
  • შაქარი 3 ს. კ.
  • ვანილის ექსტრაქტი ნახევარი ჩ. კ.
  • რძე 8-9 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, დადგით დბალ ცეცხლზე, განუწყვლეტივ ურიეთ და დაელოდეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება.
  2. მომზადებულ მინანქარი გადაასხით უკრემო ფენას და საოცარი მიკადოც მზად არის. ცოტაც კიდევ მოითმინეთ, რადგან აუცილებლად სჭირდება გაციება და დაახლოებით 12 საათით შედეთ მაცივარში.

დამერწმუნეთ, ამ საოცარ გემოს ვერ დაივიწყებთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!