
მანდარინისა და სხვა არომატული ციტრუსების ქერქებს ხშირად იყენებენ როგორც ჰაერის გამწმენდ საშუალებებს. სტატიაში ვისაუბრებთ მანდარინის ქერქების საოცრად ეფექტური და სასარგებლო თვისებების შესახებ.
რა სარგებელი მოაქვს მანდარინსა და მანდარინის ქერქს ადამიანის ორგანიზმისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი ტკბილი ციტრუსია, 100 გრ პროდუქტი შეიცავს 35 კალორიას. გარდა ამისა მანდარინი შეიცავს უჯრედისს, პექტინს და ფლავონიდებს, რომლებიც აწსრიგებენ შაქრისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
მანდარინის რბილობი აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას და ხელს უწყობს წონაში დაკლებას. მანდარინის ქერქის ჩაი რბილობზე არანაკლებ სასარგებლოა და ორგანიზმისთვის უამრავი სიკეთე მოაქვს.
საოცრად არომატული ჩაის რეგულარულად მიღება აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, აჩქარებს ცხიმების დაშლის პროცესს. თუ კუჭის წყლული გაწუხებთ ან კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები გაქვთ, მანდარინის კანების ჩაის მოხმარება უნდა შეზღუდოთ.
სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია:
- ნარინჯისფერი ციტრუსი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და კანი დაჭერით კვადრატებად, გადაიტანეთ ქაღალდზე და ერთი დღით გააჩერეთ.
- გამომშრალ ქერქებს დაასხით ადუღებული წყალი, დააყოვნეთ ნახევარი საათი. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მწვანე ან შავი ჩაი.
- სასმელი რეგულარულად მიიღეთ ორი კვირის განმავლობაში. პირადად მე მას დღეში 2 ჭიქის ოდენობით ვიღებ.
მომზადეთ არომატული და ამავე დროს სამკურნალო ჩაი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.