მარტივი საშუალებები მოგაშორებთ მიმიკურ ნაოჭებს თვალების გარშემო

ლამაზო ქალბატონებო! ნუ შეგაშინებთ ასაკის მატება და მისი თანმხლები ცვლილებები, რაც თქვენს სილამაზეს ჩრდილს მიაყენებს. შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ნიღბების რეცეპტს, რომლებიც გაგათავისუფლებთ დამთრგინველი ნაოჭბისგან.

1. კარტოფილის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • ნედლი კარტოფილი 1 ცალი
  • ადუღებული რძე 2 ჩ. კ.
  • ფქვილი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

კარტოფილი გახხეთ და 2 ჩ. კ. გახეხილი კარტოფილის მასას დაამატეთ იმავე რაოდენობის რძე და ფქვილი, აურიეთ და მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ თვალის ირგვლივ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ ცივი  წყლით და წაისვით მკვებევი მალამო.

2. ხაჭოსა და სტაფილოს ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • ხაჭო 1 ს. კ.
  • სქელი ნაღები 1 ს. კ.
  • სტაფილოს წვენი 1 ს.კ.

მომზადების წესი:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ და დაიტანეთ სახეზე, თანაბრად გაანაწილეთ და დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე გაიწმინდეთ ყინულის ნატეხით და ფრთხილად გაიმშრალეთ პირსახოცით.

3. ზეითუნის ზეთის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • ვიტამინი E- 1 ამპულა ან ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

ზეითუნის ზეთს დაამატეთ E ვიტამინი ან ლიმონის წვენი (5-6 წვეთი) და აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით თვალების ირგვლივ, 10 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ ხელსახოცით და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ ეს ადგილი გაიწმინდეთ ყინულის ნატეხით, შემდეგი მიმართულებით, გარე კუთხიდან შიგნითა კუთხისაკენ. შემდეგ კი გაიმშრალეთ და წაისვით მკვებავი მალამო.

4. შვრისაა და თაფლის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს.კ.
  • შვრის ფქვილი
  • ცილა 1 კვერცხის

მომზადების წესი:

თაფლი და შვრიის ფქვილი აურიეთ, დაამატეთ ათქვეფილი ცილა და წაისვით თვალების ირგვლივ კანზე და დაიტოვეთ, სანამ არ გაშრება. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. კარტოფიისა და ოხრახუშის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • ოხრახუში 1 ს.კ.
  • კარტოფილი 1 ცალი
  • კარაქი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მოამზადეთ ოხრახუშის ნახარში -1 ს. კ. დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ჩ. ჭ. ადუღებული წყალი,  გააჩერეთ 15 წუთი და გადაწურეთ. 1 ს. კ. გახეხილ ნედლ კარტოფილს შეურიეთ 2 ს. კ. ოხრახუშის ნახარში და 1 ს. კ. კარაქი. მომზადებული მასა დაიტანეთ მარლის ფირფიტაზე და დიფარეთ თვალებზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ აიღეთ საფენები, მაგრამ არ დაიბანოთ. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ მოცემული რეცეპტების მიხედვით ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.