9 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ღვიძლი გადატვირთულია ტოქსინებით და მას დახმარება სჭირდება

ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ასინთეზებს ჰორმონებსა და ფერმენტებს, ანეიტრალებს ტოქსინებს და მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში. მაგრამ გარემო ფაქტორების ზემოქმედებით დროთა განმავლობაში იგი მავნე ტოქსიკური ნივთიერებებით ბინძურდება. ასეთ შემთხვევაში ღვიძლი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას განიცდის და ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

სტატიაში შემოგთავზებთ იმ ნიშანთა ჩამონათვალს, რომლებიც გაგრძნობინებთ, რომ თქვენს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს დახმარება სჭირდება. დააკვირდით ორგანიზმს და  ყველაზე მცირე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

ტოქსინებით დატვირთული ღვიძლის ნიშნებია:

1. ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში

ძალიან ცხიმიანი საკვების მიღება ღვიძლის გადიდებას იწვევს და შედეგად, მკერდზე და მუცლის ზედა ნაწილზე  ზეწოლა იზრდება. შებერილი კუჭი ნიშანია იმისა, რომ თქვენი ღვიძლი სავსეა ტოქსინებით.

2. გულისრევა

გულისრევის შეგრძნება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ თქვენს ღვიძლს რაღაც უჭირს. ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა,  გულისრევა, თავბრუსხვევა, ღებინება და დიარეა.

3. მგრძნობიარე კანი და თვალის სკლერის სიყვითლე

ტოქსინებით დატვირთული ღვიძლი იწვევს კანის გაღიზიანებას და ჩნდება გამონაყარი. სისხლში ბილირუბინის დონის მომატება იწვევს თვალების სკლერების სიყვითლეს.

4. დაღლილობა და სისუსტე

ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის პრობლემები აქვთ, განიცდიან დაღლილობას, სისუსტეს, არ აქვთ მადა.

5. სიცხე

პაციენტებს ღვიძლის პრობლემით აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, გრძნობენ დაღლილობას. თუ თქვენც იგივე სიმპტომები გაქვთ აუცილებლად გაიზომეთ ტემპერატურა. თუ ტემპერატურა მომატებული გაქვთ, ეს შეიძლება ნიშანი იყოს ანთებითი პროცესების ან ინფექციის.

6. კუნთების ტკივილი

თუ გამუდმებით გაწუხებთ კუნთები და სახსრები ან კანზე აღგენიშნებათ სისხლჩაქცევები, ხოლო ფეხები გიშუპდებათ-შეიძლება ეს ნიშანი იყოს იმის, რომ ღვიძლის ფუნქციის აქტიურობა დარღვეულია.

7. შარდისა და განვალის ფერი შეცვლა

თუ თქვენი შარდის ფერი გამუქებულია, ხოლო განავალი-გაღიავებული ე. ი. ღვიძლი ვერ ასრულებს დაკისრბულ მოვალეობას.

8. ქავილი

ტოქსინებით დატვირთული ღვიძლი იწვევს ქავილს.

9. სისხლის მიმოქცევა

ცხვირიდან სისხდენა ან გაურკვეველი მიზეზების გამო სისხლჩაქცევები უკავშირდება ღიძლის პრობლემებს.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სიმპტომები სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს გამოხატული, ამიტომ თუ  ჩამოთვლილ ნიშანთაგან რომელიმე აგეღნიშნებათ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რისგან უნდა დავიცვათ ღვიძლი?

ღვიძლი-ფილტრია, რომელიც წმენდს სისხლს მავნე ნივთიერებებისგან, ამიტომ აუცილებელია, რომ ღვიძლმის ნორმალურად ფუნქციონირება. თითოეული ადამიანი მოვალეა იზრუნოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ჯანმრთელობაზე. ამისთვის კი უარი უნდა ვთქვათ

  • ალკოჰოლზე;
  • ცხიმიან საკვებზე;
  • პასიურ ცხოვრებაზე;
  • წონის დასაკლები საშუალებების მიღებაზე;
  • ზოგიერთ მედიკამენტზე;
  • ტკივილგამაყუჩებლებზე;
  • იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და უარი თქვით მავნე ჩვევებზე, იკვებეთ ჯანსაღი და ღვიძლისთვის სასარგებლო და საკვებით
  • მიიღეთ დიდი როდენობით წყალი;
  • ხაჭო;
  • კურკუმა;
  • თაფლი;
  • ბურღულეული;
  • ხილი: ბანანი, ატამი, მსხალი, გარგარი.
  • ბოსტნეული: გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი.

გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.