როგორ გავწმინდოთ უთო შიგნიდან და გარედან მარტივი ინსტრუქციით

შემოგთავაზებთ უთოს შიგნიდან და გარედან გასაწმენდ მარტივ და ეფექტურ მეთოდებს. უთოში გროვდება  ჭუჭყი, მტვერი, ნადები, ლექი და დროდადრო იგი საჭიროებს გასუფთავებას.

დიასახლისებო, იხილეთ უმარტივესი ეფექტური საშუალებები და დროდადრო გაასუფთთავეთ თქვენი უთო.

უთოს შიგნიდან გაწმენდა

თუ უთოში ასხამთ ჩვეულებრივ ონკანის წყალს, მაშინ უთოში ჩნდება ლექი. თუ შემაჩნევთ, რომ თქვენი უთო სამოსს აბინძურებს და მისგან ყავისფერი სითხე იღვრება, მას დახმარება სჭირდება და აუცილებლად უნდა გაწმინდოთ შიგნიდან.

ძმარი და წყალი

თანაბარი პროპორციებით აიღეთ წყალი და ძმარი. უთო დადეთ ვერტიკალურად და გაავსეთ ნარევით, გააცხელეთ უთო და გააჩერეთ 10 წუთი. უთო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ითიშება და ირთვება. შემდეგ მოიტანეთ თასი და დაიწყეთ უთოდან ორთქლის გამოყოფა. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ უთოდან ყავისფერი სითხე არ შეწყვეტს გადმოსვლას.

ბოლოს ჩაასხით მარტო წყალი, გაიმეორეთ იგივე პროცედურა და გაასუფთავეთ უთო ძმრისგან (გამოიყენეთ ხელსახოცი).

ლიმონმჟავა და წყალი

20-25 გრ ლიმონმჟავა გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში და გაიმეორეთ იგივე პროცედურები, რაც ძმრისა და წყლის ნარევის დროს შეასრულეთ. ლიმონმჟავაც ეფექტურად აშორებს ჯანგსა და ლექს.

უთოს გარედან გაწმენდა

უთოს ძირი დროდადრო ბინძურდება და მას გაწმენდა სჭირდება. შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომელთა წყალობით შეძლებთ უთოს საშიანაო პირობებში გაწმენდას.

სოდა და ძმარი

2 ჩ. კ. სოდა და ცოტა ძმარი აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ უთოს ძირზე, შემდეგ კი ქსოვილით გაწმინდეთ.

ძმარი და წყალი

თანაბარი რაოდენობით აიღეთ წყალი და ძმარი. მოამზადეთ ნარევი და უთოს ძირი გაწმინდეთ (არ გააცხელოთ). აიღეთ ყურის ჩხირები და უთოს ძირზე არსებული ხვრელები გაწმინდეთ.

სარეცხი საპონი

ამ საშუალებით შეგიძლიათ უთოს ტეფალის ძირი გაწმინდოთ. უთო გააცხელეთ მინიმუმამდე და ზედაპირი კარგად გასაპნეთ და სუფთა ქსოვილით გაწმინდეთ.

მარილი

იაფი და მრავალჯერ ნაცადი საშუალება-მარილი, რომელიც ეფექტურად წმენდს უთოს ძირს. დაყარეთ მარილი კილიტაზე (ფოლგაზე), გააცხელეთ უთო და ისე ამოძრავეთ თითქოს აუთოებთ.

წყალბადის ზეჟანგი

ბამბის ფირფიტა გააჯერეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით და უთოს ძირი და მის ზედაპირზე არსებული ხვრელები გაწმინდეთ.

კბილის პასტა

აიღეთ თეთრი კბილის პასტა და უთოს ოდნავ შემთბარ ზედაპირზე დაიტანეთ და ქსოვილით გააპრიალეთ.

აცეტონი

ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს უთოს ძირს. ბამბის ფირფიტა გააჯერეთ აცეტონით და გაწმინდეთ ძირი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაწმინდეთ უთო შემოთავაზებული საშუალებების მიხდევით და იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი საყვარელი ნივთი კიდევ დიდახანს გემსახუროთ.