ჰორმონები მწყობრში რომ იყოს და დააჩქაროთ წონის კლება, მოამზადეთ და მიიღეთ თუთის ფოთლების ჩაი

სიცოცხლის ხე – ხე, რომლის სამკურნალო თვისებები შეფასებელია. თუთის ხის ფოთლების ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნაწლავების ფუნქციონირებს, ხელს უწყობს წონის კორექციას.

თუთის ფოთლების ჩაის საოცარი არომატი აქვს. იგი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის დიაბეტსა და სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს.

გარდა ამისა თუთის ფოთლები უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უწყობს თმისა და კანის სილამაზეს, აფერხაბს თმის ცვენას და აგარიდებთ სიმელოტეს.

ის აგრეთვე ეფექტურად გამოიყენება მენოპაუზის დროს გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

თუთის ფოთლების ჩაი მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას:

  • ებრძვის დიაბეტს;
  • ხელს უშლის და ებრძვის ჭარბწონიანობას;
  • არეგულირებს არტერიულ წნევას;
  • აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს;
  • აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას;
  • ხელს უშლის კიბოს განვითარებას;
  • გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან;
  • არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას;
  • აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას;

როგორ მოვამზადოთ ჩაი, რომელიც უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა.

საჭირო ინგრედინეტები:

  • წყალი 1 ლ
  • ნედლი თუთის ფოთლები დაჭრილი ან გამხმარი 3 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი აადუღეთ, დაამატეთ თუთის ფოთლები, დაახურეთ თავსახური და გაზქურა გამორთეთ.
  2. რეკომენდებულია კვებასა და კვებას შორის მიიღოთ 4 ფინჯანი ჩაი.
  3. თუთის ჩაის წყალობით კვირაში კილო-ნახევარის დაკარგვა არის შესაძლებელი.

ამ საოცარი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი ჯიშის თუთის ფოთოლი გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო ჩაი და უმარტივესი გზით მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.