სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ გავიკეთოთ სახის კანის პილინგი საშინაო პირობებში.
სახის გასაწმენდად დაგჭირდებათ:
- ბამბის ფირფიტა
- საპონი (საბავშვო ან სახრეცხი)
- კაციუმის ქლორიდის 5-10 %-იანი ამპულები
მოცემულ ინსრუქციებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით და გაიწმინდეთ სახის კანი:
ბამბის ფირფიტა გააჯერეთ კალციუმის ქლორიდით და გაიწმინდეთ სახის კანი. ცოტა ხანს გააჩერეთ და კანს მიეცით საშუალება პრეპარატი ცოტა ხნით შეიწოვოს. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე (დაგჭირდებათ 1 ამპულა კალციუმის ქლორიდი).
პროცედურების დროს შეიძლება კანზე უსიამოვნო ჩხვლეტა იგრძნოთ, მაგრამ ეს ნორმალურია, ხოლო თუ წვის შეგრძნბეა გექნებათ, მაშინ დაუყონებლივ დაიბანეთ საბავშვო საპნით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კალციუმის ქლორიდი რამდენჯერმე უნდა შეიზილოთ, ბოლო პროცედურის შემდეგ კი სველი თითები სარეცხი საპონზე შეაზილეთ. გასაპნული თითებით კი წრიული მოძრაობებით სახე კარგად გაიწმინდეთ. კანი დაიწყებს აქერცვლას. ამ გზით კანის საფარი გათავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან. ნუ შეგეშინდებათ, თამამად გააგრძელეთ საპნის მასაჟი, სანამ მთლიანად არ გაათავისუფლებთ კანს მკვდარი უჯრედებისგან.
პილინგის დასრულების შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანის სიმშრალე რომ აირიდოთ, წაისვით მალამო.
საპნის შემადგენლობაში შედის ნატრიუმისა და კალიუმის მარილები. პროცედურის დროს კი კალციუმის ქლორიდსა და საპნის მარიელბს შორის ხდება რეაქცია.
სახის კანის გამაახალგაზრდევებელ ეს მეთოდი ზაფხულში ფრთხილად გამოიყენეთ, რადგან მზის სხივებმა პირდაპირი მოქმეების შედეგად შეიძლება სახის კანის დააზიანოს.
ჩაიტარეთ სახის პილინიგი საშინაო პირობებში და ძვირადღირებული სალონური პროცედურების გარეშე შეუნარჩუნეთ თქვენს კანს სილამაზე.