როგორ მოვამზადოთ ქათქათა თეთრი, ნაზი-რძიანი შიგთვსის მქონე ჩიტის რძე მარტივი ინსტრუქციით

,,ჩიტის რძე“-კანფეტი ქათქათა თეთრი, ნაზი-რძიანი შიგთავსით, ყავისა და ლიმონის დანამატების გარეშე, რომელიც  პირში დნება, არომატი და გემო კი განუმეორებელი აქვს.

ეს საოცარი ნუგბარი შეგიძლიათ საშინაო პირობებშიც მოამზადოთ. კანფეტები მოსამზადბლად მარტივია და ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

დიდი ხანია ეძებთ ყველასთვის საყვარელი ნუგბარის, განსაკუთრებით კი პატარების საოცნებო ,,ჩიტის რძის“  რეცეპტს. იხილეთ რეცეპტი, მოამზადეთ და ისიამოვნეთ.

უგემრიელესი ,,ჩიტის რძის“ მოსამზადებლად დაგჭირედბათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • არჟანი 200 გრ
  • ნაღები 1, 5 ჩ. ჭ.
  • შაქარი 0,5 ჩ. ჭ.
  • ჟელატინი 4 ჩ. კ.
  • შოკოლადი 200 გრ
  • პერგამენტის ქაღალდი
  • ვანილი

ინსტრუქცია:

1. აიღეთ პატარა თასი და ჟელატინს დაახით 0,5 ჩ. ჭ. ნაღები. ასაფუებლად გააჩერეთ 20 წუთი.

2. ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ არაჟანი, დაამატეთ დარჩენილი ნაღები და დაახლოებით 3 წუთი ათქვიფეთ მიქსერის საშუალებით. მიღებული მასა ცოტა ხნით შედეთ მაცივარში.

3. აფუებულ ჟელატინს დაამატეთ შაქარი, აურიეთ და წუთ-ნახევარი შედეთ მიკროტალღურ ღუმელში.

4. გამოიღეთ მაცივრიდან გაციებული მასა, განუწყვეტლივ ურიეთ და თანდათან დაამატეთ ჟელატინიანი მასა.

5. მიღებული მასა გადაიტანეთ პეგამენტის ქაღალდიან ფორმაში, თანაბრად გაანაწილეთ და 4 საათით შედეთ მაცივარში.

6. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი. 4 საათის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან ქათქათა თეთრი მასა, ზემოდან დაფარეთ გამდნარი შოკოლადით და რამდენიმე წუთით შედეთ მაცივარში.

7. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გადმოიტანეთ ლანგარზე, დაჭერით, დაასხით შოკოლადით და ისევ მაცივარში შედეთ.

თქვენი ხელით მომზადებული საოცარი ,,ჩიტის რძე“ მზად არის, რომელიც ყველას აღფრთოვანებას გამოიწვევს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.