მას შემდეგ, რაც თმის ეს ნიღაბი პირველად გამოვიყენე, კოსმეტიკურ პროდუქციას აღარ ვეკარები

0
425

თმა ქალის სილამაზის სამკაულია, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. ძირითადად ვიყენებთ ქიმიური ნივთიერებებით დატვირთულ კომერციულ საშუალებებს და თმას დიდ ზიანს ვაყენებთ.

ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებები ბევრად ეფექტური არის, ამავე დროს, ბიუჯეტური და მოსამზადებლადაც მარტივია.

საუბარია ხელნაკეთ ნიღაბზე, რომელიც ლუდის საფუვრის ბაზაზე არის მომზადებული. ნიღაბი ეფექტურია თვით ყველაზე დაზიანებული თმისთვისაც კი, მოსამზადებლად უმარტივესია  და შეესამაება ნებისმიერი ტიპის თმას. შემოთავაზებული ნიღაბი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც თმა სცვივა.

ლუდის საფუვრის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი დაგირბილებთ თმას, გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, შეგიჩერებთ თმის ცვენას და ხელს შეუწყობს მის ზრდას. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ რეგულარულად.

პროფილაქტიკისთის და თმის გაზრდის პროცესის ასასწრაფებლად ლუდის საფუვრის ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ, 10-15 კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 3 თვე და გაიმეორეთ, რა თქმა უნდა, თუ საჭიროება მოითხოვს.

დაზიანებული თმის სამკურნალოდ ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, 6-8 კვირის განმავლობაში. შემდეგ 3 თვე შეისვენთ.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხელი რძე 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლუდის საფუარი 20 გრ
  • 1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

აურიეთ ცხელი რძე, თაფლი, საფუარი და ნარევი 15-20 წუთით დააყოვნეთ სითბოში. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, კარგად აურიეთ და თმის ნიღაბიც მზად არის.

გამოყენების წესი:

  1. თმა დაიბანეთ, კარგად შეიმშრალეთ, ნიღაბი დაიტანეთ დატენიანებულ თმაზე და შეიზილეთ, შემდეგ დაიხურეთ ქუდი და სითბოსთვის შეიხვიეთ პირსახოცით, რათა საფუარს მოქმედებისთვის შეუქმნათ ხელსაყრელი პირობები.
  2. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი, შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტა თმის ბალზამიც.
  3. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბს საფუვრის სუნი აქვს, ამიტომ თმა კარგად უნდა დაიბანოთ.

ნიღაბს შეგიძლიათ დაამატოთ იოგურტი, ალოე ვერას გელი, ქოქოსის ზეთი და ა. შ. შედეგი გექნებათ პირველივე გამოყენების შემდეგ.