მიირთვით სელის თესლი 2 კვირის განმავლობაში. თქვენს ორგანიზმში სასარგებლო ცვლილებები წარიმართება

ვინ დაიჯერებს, რომ ამ პატარა თესლს ამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის. გასაოცარი შემადგენლობის წყალობით სელის თესლი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, დაწყებული ყაბზობიდან გულსიხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული.

დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის სელის თესლის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იგი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცხიმებითა და ბოჭკოებით, რომელთა წყალობით მალე ნაყრდებით.

სელის თესლი შეიცავს მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს. იგი მდიდარია ბოჭკოებით, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ლიგანებით, B ჯგუფის ვიტამინებით, E ვიტამინით, იოდით, კალციუმით, რკინით, სპილენძით, ნიკელით, თუთიით, გოგირდით, ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, კობალტით,  მანგანუმით, მოლიბდენით, კაროტინითა და ქრომით. სწორედ ამ საოცარი შემადგენლობის წყალობით სელის თესლის სამკურნალო ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება.

იხილეთ მცირე ინფორმაცია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის სელის თესლის შემადგენელ კომპონენტებს:

1. ბოჭკოები

ხსნადი და უხსნადი უჯრედისი აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

2. ცხიმოვანი მჟავები

სელის თესლი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უმდიდრესი წყაროა. ეს ნაერთები უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო კომპონენტებია, ისინი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რომლებიც გულის შეტევას და ინსულტს იწვევს.

ბოჭკოებისა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციის წყალობით სელის თესლი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

3. ლიგანები

ეს არის პოლიფენოლები, რომლებიც მოქმედებს როგორც უძლიერესი ანტიოქსიდანტები. ლიგნანებით მდიდარია სელის თესლის ქერქი.

საუკეთესო ეფექტისთვის სელის თესლი უშალოდ გამოყენების წინ დაფქვით ყავის საფქვავში და ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ 1  ჩ. კ. მიაყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასურველ შედეგზე და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.

როგორც ყველა ძლიერმოქმედ საშუალებას სელის თესლსაც აქვს უკუჩვენება და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული დიარეას, საყლაპავისა და ნაწლავების ობსტრუქციის, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში, საშვილოსნოსა და საკვერცხეების დაავადებების, ორსულობისა და დიაბეტის დროს.

გაითვალისწინეთ, სელის თესლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

პირველ შედეგს ორი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, მოგეხსნებათ სახის კანის პრობლემები, თმას მიენიჭება მბზინვარება, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, შეგიმცირდებათ ალერგიული რეაქციები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ სელის თესლი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.