ყველა ქალბატონის ოცნებაა, ჰქონდეს ბრტყელი და ლამაზი მუცელი, რომელიც მიუთითებს, რომ კარგი მეტაბოლიზმი გაქვთ და მიღებულ საკვებს სრულყოფილად ინელებთ.
ხართ დიეტაზე და თითოეული კილოგრამის დაკარგვისას გული სიხარულით გევსებათ. სამწუხაროდ, ამჩნევთ, რომ მუცლის არეში ვერ იკლებთ. არ გაქვთ დრო და არც იმის საშუალება, რომ იაროთ სპორტ დარბაზებში და მწვრთნელის დახმარებით შეძლოთ სასურველი შედეგის მიღწევა.
საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ მუცლის არეში წონის სწრაფად დაკლებაში. და შედეგი რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური იყოს, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები:
დაიმახსოვრეთ, დაძინებამდე 2 საათით ადრე არ არის სასურველი ჭამა. ამით ხელს უწყობთ სხეულში ცხიმების დაგროვებას, განსაკუთრებით კი მუცლის არეში.
აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ჯანმრთელ საკვებზე და ეცადეთ, რომ არ მოგივდეთ ზედმეტი. მაგიდიდან უნდა ადგეთ ისე, რომ მსუბუქად გშიოდეთ.
ჭამის წინ დალიეთ წყალი, რათა კუჭის სივრცე შეავსოთ.
იხილეთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელის რეცეპტი, რომელიც წონის კორექციის საუკეთესო საშუალებაა. სასმელი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მუცლის არეში დაგროვილ ცხიმზე.
საჭირო ინგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
- ოხრახუში 3 ს. კ.
- ლიმონი 1 ცალი
- წყალი 400 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ოხრახუში დაჭერით, ლიმონიდან გამოწურეთ წვენი. წყალში ჩაყარეთ ოხრახუში და აადუღეთ. ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან და 5 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ დაამატეთ ლიმონი და ვაშლის ძმარი. კარგად მოურიეთ და გადაწურეთ.
მომზადებული საშუალება მიიღეთ ყოველ დღე ძილის წინ. უმოკლეს დროში თქვენი წელისა და თეძოს გარშემოწერილობა საგრძნობლად შემცირდება. საოცარი სასმელის წყალობით წონაშიც დაიკლებთ და ამავე დროს ორგანიზმს გაიჯერებთ ვიტამინებით, გაიძლიერებთ იმუნიტეტს.
მოამზადეთ ბუნებრივი საშუალებებით გაჯერებული სასმელი. შეხვდით ზაფხულის ცხელ დღეებს ლამაზი და მომხიბვლელი.