10 ყურადსაღები მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ ჭარხალი რეგულარულად

ჭარხალი ბუნებრივი სიმდიდრეა, სასრგებლო ბოსტნეულია,  რომელიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და არც თუ ისე ხშირად ამშვენებს თქვენს სუფრას. ჭარხლის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და მისგან უმრავი სასარგებლო კერძი მზადდება. დაამატეთ კვების რაციონს ჭარხალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

ჭარხალი უცხიმო ბოსტნეულია, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, A, B6 და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით.

სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ჭარხალს თქვენი ორგანიზმისთვის.

1. ჭარხალი ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს

თავისი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ჭარხალს შეუძლია არტერიული წნევის დაწევა და ინსულტისა და გულის დაავადებათა რისკის შემცირება. ბუნებრივი ნიტრატები, რომლებიც დიდი რაოდენობით არის ჭარხლის შემადგენლობაში, სისხლში შერევისას იჟანგება და წარმოიქმნება აზოტის ოქსიდი, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს ზრდის სისხლში ჯანგბადის შემცველობას.

2. უძლიერესი ანტიოქსიდანტია

ანტიოქსიდანტები აუცილებელია იმუნური სისტემის შენარჩუნებისთვის. დადასტურებულია, რომ წითელი ხილი და ბოსტნეული გაჯერებულია მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებებით. ჭარხალი შეიცავს ბეტაციანებს-უძლიერეს ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტერინის დონე.

3. ჭარხალი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას

გონებრივი უნარის დაქვეითება საკმაოდ ხშირია ხანდაზმულ  ადამიანებში. სამწუხაროდ, მეხსიერება ასაკთან ერთად უარესდება. ჭარხლის რეგულარულად გამოყენება დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში, რადგან ეს საოცარი ბოსტნეული იწვევს ტვინში სისიხლის ნაკადის მიწოდებას, რომელიც თავის მხრივ, აუმჯობესებს მეხსიერებას.

4. აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს

თუ თქვენი კვების რაციონი გაჯერებულია კალციუმით მდიდარი პროდუქტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმს შეუძლია ამ მინერალის ათვისება. ამაში დაგეხმარებათ სილიციუმის დიოქსიდით მდიდარი ჭარხალი, რომელიც  ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და აძლიერებს ძვლებს. ჭარხალი მდიდარია C ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავით, რომელიც სასარგებლოა ძვლის ქსოვილისთვის.

5. ამარაგებს ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით

უმი ჭარხალი შეიიცავს ფოლიუმის მჟავას, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალიუმს, ბოჭკოებს, C ვიტამინს და ნახშირწყლებს. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ფეხმძიმობის დროს, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის სწორ ფორმირებას და ქსოვილების ზრდას. ჭარხალი კურნავს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებსა და ანემიას.

6. აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს

ხსნადი ბოჭკო, რომელიც გვხვდება ჭარხალში, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას, ამის გამო მისი წვენი ხშირად რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. სასურველი შედეგის მისაღწევად და შაქრის დონის დასარეგულირებლად, აუცილებლად მიიღეთ კვირაში 3-ჯერ ჭარხლის წვენი.

7. აკონტროლებს წონას

ჭარხალი მდიდარია ბოჭკოებით. დაბალკალორიული ბოსტნეული ფართოოდ გამოიყენება სხვადასხვა დიეტურ პროგრამებში. ჭარხალი ხელს უწყობს სხეულის დეტოქსიკაციას და ზედმეტი სითხის გამოდევნას.

8. დაგეხმარებათ კიბოს წინააღმდეგ

ჭარხალი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ჭარხლის წვენის რეგულარულად გამოყენება აფერხებს ისეთ დაავადებების წარმოქმნას, როგორიცაა, სწორი ნაწლავისა და ღვიძლის კიბო. ჭარხალი ღვიძლის საუკეთესო მეგობარია.

9. ჭარხალი წმენდს სისხლს

ჭარხალი კვებავს ჩვენს ორგანიზმს აუცილებელი მინერალებით და ნუტრინებით, რომლებიც უზრუნველყოფს ჯანსაღი კანის შენარჩუნებას და წმენდს სისხლს. ჭარხლის წვენის რეგულარულად გამოყენება გაგათავისუფლებთ აკნესგან და გამონაყარისგან, რომლებიც გამოწვეულია სისხლში ტოქსინების არსებობით.

10. ამცირებს დაბერების ნიშნებს

ჭარხლის წვენი წმენდს სისხლს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. შეიცავს დდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების შემცირებას და აფერხებს დაბერების პროცესს. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით მიიღებთ ჭარხალს, რადგან ნებისმიერი სახით მიღებული წითელი ბოსტნეული  დადებითად მოქმედებს კანზე.

მიირთვით ჭარხალი-ეს ბუნებრივი სიმდიდრე, გაიჯერეთ ორგანიზმი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.