
კანის მოვლის საუკეთესო საშუალებაა კვერცხის ცილა. ცილის, ლიმონისა და თაფლის ნარევი ეფექტურად გამოიყენება შავი წერტილებისა (ფერიმჭამელების) და გამონაყარის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში თუ კანის დატენიანება და კვება გაინტერესებთ, მაშინ გამოიყენეთ კვერცხის გულის, ზეითუნის ზეთისა და ბანანის ნარევი.
რაც შეეხება კვერცხის ცილას, ის მდიდარია სასარგელო ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მოქმედებს როგორც კანის ღრმა გამწმენდი და მკვებავი საშუალება.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- თაფლი ნახევარი ს. კ.
მომზადებისა და გამოოყენების წესები:
კვერცხის ცილას დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ თაფლი და გააგრძელეთ თქვეფა. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ.
ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა სასიამოვნო ცვლილებებმა არ დააყოვნოს. თქვენი კანი დაიბრუნებს სიმტკიცეს, ღრმად გაიწმენდთ ფორებს, აღიდგენთ დაზიანებულ უჯრედებს, მოიშორებთ გამონაყარს, შავ წერტილებს და თავიდან აირიდებთ ნაოჭების გაღრმავებას.


