ყველა ადამიანის ოცნებაა, რომ თვალისმომჭრელი ღიმილი ჰქონდეს, მაგრამ ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი სტომატოლოგის მომსახურება. საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით სასურველ შედეგს მიაღწევთ. გაითეთრებთ კბილებს, მოიშორებთ ნადებს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კბილის ემალი არ დაიზიანოთ
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ გაიწმინდოთ კბილები საშინაო პირობებში
სოდა
ჩაის კოვზი სოდითა და მწიკვი მარილით გაიხეხეთ კბილები, შემდეგ პირის ღრუ წყლით კარგად გამოირეცხეთ. ამ უმარტივესი გზით მოიშორებთ ნადებს და გაითეთრებთ კბილებს. სოდა არ არის საზიანო პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ამ პროდუქტის ბოროტად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ალოე ვერას გელი
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- სოდა 0,5 ჩ. ჭ.
- ალოე ვერას გელი 1 ჩ. კ.
- ლიმონის ეთერზეთი 10 წვეთი
- მცენარეული გლიცერინი 4 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გადაიტანეთ თავდახურულ კონტეინერში. მომზადებული ნარევი გამოიყენეთ ყოველ დღე, გაიწმინდეთ კბილები და სამუდამოდ გათავისუფლდით ნადებიგან და ქვებისგან.
ფორთოხლის ქერქი
შეგიძლიათ კბილები სწრაფად და მარტივად გაიწმინდოთ ფორთოხლის კანის დახმარებით. ქვების მოსაშორებლად კარგა დაიმუშავეთ კბილები ფორთოხლის ცედრით.
კიდევ ერთი საოცრად ეფექტური საშუალება, რომელიც მომზადებულია ფორთოხლის დაქუცმაცებული კანისგან, უფრო სწორად მისი თეთრი ნაწილისგან. ქერქი დაფქვით ყავის საფქვავში და დაამატეთ კბილის პასტას. გამოიყენეთ ყოველდღიურად და დაიცავით პირის ღრუ მავნე მიკროორგანიზმებისგან. გამოიყენეთ ნატურალური მათეთრებელი საშუალება და გაითეთრეთ ფერშეცვლილი მინანქარი.
გათეთრების შემდეგ კბილები ხდება მგრძნობიარე, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მინანქრისა და ღრძილების გაძლიერებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენი კბილების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.