7 მარტივი საშინაო მეთოდი ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ. ინფორმაცია, რომელსაც ძალიან ვემადლიერები

გამოკვლევების თანახმად, უფროსი თაობის ადამიანთა 25%-ს აღენიშნება ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ეს შეშუპებული, იასამნისფერი ან ლურჯი ვენები ფეხებზე შეიძლება დიდი ხნით ფეხზე ყოფნის, ფეხმძიმობის, ჰორმონალური დისბალანსის, ჭარბი წონის, საკვები ნივთიერებების დეფიციტის ან გენეტიკური ფაქტორების შედეგი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია ვარიკოზული ვენების მცირედი სიმპტომების აღმოფხვრა, როგორიცაა, ტკივილი, სიმძიმე და ქავილი.

სისხლძარღვების კედლების გასაძლიერებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად უამრავი ნატურალური პროდუქტი არსებობს, რომელთა მოძიება ნებისმიერ სამზარეულოში არის შესაძლებელი.

სტატიაში შემოგთავაზებთ მკურნალობის რამდენიმე მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდს, რომლებიც ხელს უშლის ვარიკოზული ვენების პროგრესირებას.

1. ვაშლის ძმარი

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ვაშლის ძმარი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ბამბის ფირფიტა გააჯერეთ თანაბარი რაოდენობით აღებული ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევში და დაზიანებული ადგილზე კარგად შეიზილეთ. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

ყოველ საღამოს ვაშლის ძმრის საშუალებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. დადებითი შედეგის მიიღებამდე იგივე პროცედურა დილითაც გაიმეორეთ. უბრალოდ მასაჟის დროს პრობლემურ ზონაზე მოერიდეთ ზედმეტად ზეწოლას.

2. ნიორი, ფორთოხლის წვენი და ზეითუნის ზეთი

ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც ხელს უშლის  სისხლძარღვების ანთების წარმოქმნას. იგი ხელს უწუობს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნიორი ფორთოხლის წვენთან და ზეითუნის ზეთთან კომბინაციაში ახდენს სასწაულებს.

  1. დაჭყლიტეთ 6 კბილი ნიორი. დაამატეთ 3 ცალი ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენი და კარგად აურიეთ.
  2. ნარევს დაამატეთ 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი.
  3. მომზადებული მასა დააყოვნეთ 12 საათი.
  4. ნარევი ხელის წრიული მოძრაობებით 15 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ვენებზე.
  5. პროცედურები გაიმეორეთ ყოველ დღე.
  6. თუ გახდომა გსურთ, მაშინ მასაჟის შემდეგ შემოიხვიეთ ქსოვილი და ეფექტის გასაძლერებლად გაიჩერეთ 15 წუთი.
  7. რეკომენდებულია კვების რაციონს დაამატოთ ნიორი.

3. ოხრახუში

ოხრახუში ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნატურალური პროდუქტია. იგი შეიცავს C ვიტამინს და რუტინს, რომელიც დაგეხმარებათ კაპილარების აღდგენასა და გაძლიერებაში. აგრეთვე ამცირებს ვარიკოზული ვენებით გამოწვეულ ტკივილსა და დისკომფორტს.

  1. დაჭერით მუჭა ოხრახუში და დაასხით 1 ჩ. ჭ. წყალი.
  2. ადუღეთ 5-7 წუთი და გააციეთ.
  3. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (თქვენთვის სასურველი).
  4. მომზადებულ ნახარშში გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და შეიზილეთ დზიანებულ ადგილებზე.
  5. პროცედურები გაიკეთეთ დღეში 2-ჯერ, სანამ ბოლომდე არ გაგიქრებათ ეს ლურჯი და წითელი ზოლები ფეხებზე.
  6. აუცილებლად დაამატეთ კვების რაციონს ოხრახუში და გაიძლიერეთ იმუნური სისტემა.

4. კომბოსტო

კომბოსტო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინების, ბოჭკოების, მაგნიუმის, კალციუმისა და კალიუმის ბუნებრივი წყაროა. მას აგრეთვე შეუძლია დააცხროს შეშუპება.

  1. დაჭერით კომბოსტო და დააბლენდერეთ.
  2. დაამატეთ იმ რაოდენობის წყალი რომ პასტისებური მასა მიიღოთ.
  3. მომზადებული მასა წაისვით შეშუპებულ ადგილებზე.
  4. ზემოდან ბამბის ქსოვილით გადაიხვიეთ და 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  5. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 1 თვის განმავლობაში.

5. ჯანაფილი

ჯანჯაფილი უძლიერესი ანტიოქსიდანტია და ამცირებს ვარიკოზული ვენების წარმოქმნის საფრთხეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯანჯაფილის ჩაის ხშირ გამოყენებას   შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ვენების სწრაფ აღდგენას.

  1. ნედლი ჯანჯაფილი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  2. დაასხით ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთი.
  3. გადაწურეთ და დაამატეთ ცოტა თაფლი.
  4. ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 2-3-ჯერ.

6. ზეითუნის ზეთი და E ვიტამინი

ამ ინგრედიენტების კომბინაცია მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას, არბილებს კანს და მას ელასტიურობას ანიჭებს.

  1. თანაბარი რაოდენობით აიღეთ ზეითუნის ზეთი და E ვიტამინი. აურიეთ და შეათბეთ დაბალ ცეცხლზე.
  2. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ კანზე და შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე.
  3. გარდა ამისა, 2 ჩ. კ. ზეითუნის ზეთს დაამატეთ 4-5 წვეთი კვიპაროსის ზეთი. კარგად აურიეთ და ფეხები დაიმასაჟეთ. შედეგს 2-3 კვირის შემდეგ დაინახავთ.

7. ალოე ვერა, სტაფილო და ვაშლის ძმარი

ალოე ვერა მდიდარია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ალოე ვერას, სტაფილოსა და ვაშლის ძმრის ნარევი ერთ-ერთი უძლიერესი ნატურალური საშუალებაა შეშუპების შესამცირებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ალოე ვერას ფოთოლი 3 ცალი
  • ვაშლის ძმარი ½ ჩ. ჭ.
  • სტაფილო 1 ცალი

თავდაპირველად ალოეს ფოთლებიდან გამოწურეთ წვენი. სტაფილო გაატარეთ და მომზადებული მასები ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ ვაშლის ძმარი. მიიღებთ პასტისებურ მასას, რომელსაც ვენებზე შეიზელთ. გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

რეკომენდებულია სამკურნალო საშუალება შეიზილოთ ძილის წინ და მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაიტოვოთ მთელი ღამით.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.