სტუდენტობის დროს იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე კეფირს მივირთმევდი ხოლმე, რადგან ძნელი იყო სხვა იაფი და ორგანიზმისთვის სასარგებლო, ცილებით გაჯერებული პროდუქტის მოძებნა.
ამ საოცარი პროდუქტის გონივრულად მოხმარება ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. სტატიაში გიამბობთ თუ როგორ მოქმედებს ორგანიზმზე 1 ჭიქა კეფირის ყოველდღიურად მირთმევა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს ვიღებ კეფირს, მძინავს მშვიდად და მოვიგვარე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.
იხილეთ სია იმ უპირატესობებისა, რომელთაც დღეში ერთი ჩაის ჭიქა კეფირის მირთმევით მიიღებთ:
1. გაქვთ შეგრძნება, რომ დანაყრებული ხართ
ხშირად ვბრუნდები სამსახურიდან გვიან და ვერიდები მსუყე ვახშამს, რადგან მის გადამუშავებას ვერ ასწრებს ორგანიზმი და მთელი ღამე მოუსვენრად მძინავს. აი, 1 ფინჯანი მაწონი კი აღმიძრავს ისეთ გრძნობას, რომ დანაყრებული ვარ. არასდროს არ ვიყენებ უცხიმო მაწონს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არაბუნებრივია. მიირთვით 2,5-3,2%-მდე ცხიმიანობის მაწონი.
2. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
ჭიქა მაწვნის დახმარებით ორგანიზმი გააჯერეთ სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე.
ორგანიზმი შვეიცარული საათივით იწყებს მუშაობას.
3. ხსნის შეშუპებას
დღის განმავლობაში დაახლოებით 12 საათი მიწევს ფეხზე დგომა, ამიტომ ფეხები ძალიან მიშუპდება. მაწონი შარდმდენი საშუალებაა. ის ხელს უწყობს ნატრიუმის ჭარბი რაოდენობის მოხსნას. ნატრიუმი კი აფერხებს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფას.
4. ამცირებს წონას
ცილის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით მაწონი გიკლავთ შიმშილის გრძნობას და განაყრებთ. რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას.
მაწონი შეიცავს ამინომჟავების უნიკალურ შემადგენლობას, რომლებიც აუმჯობესებს ძილს.
ერთი სიტყვით, მიირთვით მაწონი, დანაყრდით, დაიძინეთ და გახდით.