კაკლის წყალი წონაში დასაკლები და ქოლესტერინის დონის შესამცირებელი სოცრად ეფექტური საშუალებაა. თქვენ ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ ამ საოცარ, უმარტივეს ბუნებრივ საშუალებას თქვენი ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.
მაშ ასე, რისთვის არის საჭირო კაკლის წყალი?
თვისებები და სარგებელი:
- ცილების უხვი შემცველობის წყალობით, ის ცხიმების წვას უწყობს ხელს.
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ჩამოყალიბების საფრთხეს, აგაცილებთ სისხლძარღვების ბლოკირებას, შეამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.
- მოაწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.
- კაკალის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
- საოცრად ეფექტურია მეორე ტიპის დიაბეტისთვის. ის არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
- ასევევ ხელს უწყობს ღვიძლის გამართულ ფუნქციონირებას;
- ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებული ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან;
- კურნავს ყაბზობას;
- კაკლის წყალი ეფექტურად გამოიყენება სილამაზისა და ესთეტიკის სფეროშიც. ის თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თმას ანიჭებს სიძლიერესა და სილამაზეს.
როგორ მოვამზადოთ კაკლის წყალი?
ამ საოცრად ეფექტური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკალი 1-2 ცალი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესები:
- კაკლის ლებნებს დაასხით წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ მთელი ღამე.
- მომზადებული ნაყენი მიიღეთ გაღვიძებისთანავე უზმოზე და ნიგოზიც მიირთვით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე