ყელის მიდამოებში და დეკოლტის ზონაზე ნაოჭების გაჩენასა და გაღრმავებას ეს საშინაო საშუალებები აგარიდებთ

კანის მოვლა, რაც შეიძლება დიდი ხნით ახალგაზრდად დარჩენა და ყელის კანზე კოლაგენის შენარჩუნება არის ქალბატონების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და სტატიაში შემოგთავაზებთ  ყელის კანის მოვლის საუკეთესო და საოცრად ეფექტური, საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებების რეცეპტებს.

აუცილებელია, რომ ყელის მიდამოებში ნიღაბი გაიკეთოთ რეგულარულად. სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის კი პროცედურები გაიკეთეთ დილა-საღამოს.

დაიმახსოვრეთ, ნიღბები შეიზილეთ ფრთხილი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ (ყელის ხაზიდან ნიკაპამდე) .

1. ბანანის ნიღაბი და ვარდის წყალი

  1. მწიფე ბანანი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  2. აიღეთ მწიფე ბანანი, დაჭყლიტეთ და მიღებიულ მასას დაამატეთ ვარდის წყალი ან ასკილის ეთერზეთი.
  3. კარგად აურიეთ, სანამ არ მიღებთ ერთგვაროვან მასას.
  4. ნიღაბი დაიტანეთ ყელზე და გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ.
  5. პროცედურები გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

2. ლუდის საფვრის ნიღაბი

კოლაგენის გამომუშავების შემცირება იწვევს კანის მდგომარეობის გაუარესებას, ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას და კანის გამოშრობას. შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ კოლაგენის აღდგენას.

  1. მაწონს დაამატეთ 1 ს. კ. ხორბლის ჩანასახი და სუფრის კოვზი ლუდის საფუარი.
  2. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ ყელის კანზე და გაიჩერეთ გაშრობამდე.
  3. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ და შედეგით ისიამოვნეთ.

3. მარილის საფენები

თუ თქვენ ამ პროცედურებს ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე შასრულებთ, ყელის კანის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.

  1. გახსენით 2 ს. კ. ზღვის მარილი 200 მლ თბილ წყალში.
  2. მარლის საფენი გააჯერეთ მომზადებული ხსნარით, შემოიხვიეთ ყელზე და გაიჩერეთ 10 წუთი.
  3. საფენი მოიხსენით და დაიბანეთ თბილი წყლით.

4. ზეთოვანი საფენი

  1. გააცხელეთ ნებისმიერი მცენარეული ან კოსმეტოლოგიური ზეთი.
  2. დაიტანეთ ზეთი ორფენიან მარლაზე და ყელზე შემოიხვიეთ.
  3. კომპრესი გაიჩერეთ 40—60 წუთი. მარლა მოიხსენით და ზეთის ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ.

5. კარტოფილის ნიღაბი კიტრის წვენით

  1. გათალეთ რამდენიმე კარტოფილი, მოხარშეთ და მოამზადეთ პიურე, დაამატეთ 30 მლ თქვენთვის სასურველი ზეთი (ქოქოსის, ზეითუნის, ნუშის) და რამდენიმე ს. კ. კიტრის წვენი.
  2. კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. თბილი ნარევი დაიტანეთ მარლაზე, თანაბრად გაანაწილეთ და დაიფინეთ ყელზე.
  3. საფენი დაიტოვეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი დაიბანეთ.

ყელის კანის მოვლის სასარგებლო რჩევები:

  • გახხსოვდეთ, რომ ყელის კანი ძალიან ნაზია. მოერიდეთ მზის სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას.
  • მზე ტოვებს ნიშნებს, ლაქებს, კანის სიმშრალეს, ნაოჭებს. ნუ გახვალთ მზეზე დამცავი საშუალებების გარეშე.
  • მიიღეთ ჯანმრთელი საკვები, ხილი, ბოსტნეული.
  • მოერიდეთ დიდი რაოდენობით წითელი ხორცის მიღებას.
  • შეამცირეთ რაფინირებული ფქვილის გამოყენება.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები. მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.