ყველამ კარგად იცის, რომ ნიორი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ის ებრძვის მიკრობებსა, ვირუსებს და აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ნივრის ნაყენის მოსამზადებლად გარჩეული და კარგად გარეცხილი ნიორი გაატარეთ.
უძლიერესი ნატურალური პროდუქტია ლიმონი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული. კანგაუცლელი ლიმონი გაატარეთ. ნივრისა და ლიმონის მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაფარეთ თბილი წყლით და გააჩერეთ სამი დღით, მაგრამ მორევა არ დაგავიწყდეთ. რეკომენდებულია, რომ სამი დღის შემდეგ ნაყენი გაფილტროთ მარლის დახამრებით და შეინახოთ გრილ ადგილზე. ამ რეცეპტის მიხედვით მომზადებული ნაყენი საუკეთესო საშუალებაა ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად.
როგორ გავისუფთავოთ თავის ტვინის სისხლძარღვები?
ადამიანის ორგანისმისათვის მეტად აუცილებელია უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტები: ლიმონი და ნიორი. ისინი ასუფთავებენ სისხლძარღვებს ტრომბისა და მავნე ნარჩენებისგან. მომზადებული ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ 110 მლ-ის ოდენობით თვენახევრის განმავლობაში.
შემოთავაზებული ნივრისა და ლიმონის ნაყენი წმენდს ყველაფერს, თავის ტვინის სისხლძარღვებსაც კი.
სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ყოველ დღე მშიერ კუჭზე მიიღოთ წყლით გაზავებული ნაყენი (სულ 1 ჩ. ჭ.). ამ საშუალების დახმარებით შეგიძლიათ სისხლძარღვები გაისუფთავოთ ქოლესტერინის ფენებისგან.
დილით შეგიძლიათ მიიღოთ სტაფილოს, კომბოსტოსა და ვაშლის ახალგამოწურული წვენი.
სადილობის დროს მიიღეთ ნიორი და ხახვი. ეს პროდუქტები აუცილებელია სისხლძარღვების გასასუფთავებლად.
რეკომენდებულია დღის განმავლობაში მიიღოთ 2,5 ლ წყალი.
როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები?
ამ ორი უძლიერესი, ყველასათვის ხელმისაწვდომი, პროდუქტის წყალობით შეგიძლიათ, გაახალგაზრდავდეთ. ზოგადად, ნიორში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. ის ასუფთავებს ქოლესტერინით დატვირთულ სისხლძარღვებს. ნაყენის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიორი სუფთა სახით ან გააჯეროთ ლიმონით.
რეცეპტი N 1
ლიმონისა და ნივრის დახმარებით შესაძლებელია სისხლძარღვების გასუფთავება ნაყენის მოსამზადებლად ორივე პროდუქტი დაგჭირდებათ თანაბარი რაოდენობით. მაგალითად, აიღთ 4 თავი ნიორი და 4 ცალი ლიმონი. ნიორს გაარჩევთ, ხოლო ლიმონს კანიანად გაატარებთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, გაავსეთ წყლით და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ 50 გრ ოდენობით 4-5 კვირის განმავლობაში. ნაყენი დაგირეგულირებთ წნევას, გაგიქრებათ თავის ტკივილები და დაიკლებს ქოლესტერინის დონე.
ექიმების აზრს ამ ნაყენის შესახებ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი დადებით შეფასებას აძლევენ ამ იაფი და სასარგებლო პროდუქტებით მკურნალობას.
რეცეპტი N 2
ხალხური პროდუქტი ნიორი ფლობს დადებით თვისებებს და წმენდს ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოს. აგრეთვე მისი გამოყენება ეფექტურია სისხლის გასაწმენდად. ამისათვის აუცილებელია რეგულარულად გამოიყენოთ ნივრისა და სპირტის ნაყენი. მომზადებული მასა შეგიძლიათ შეინახოთ მთელი წლით. უძლიერესი საშუალება, ნიორი, გაარჩიეთ, გაატარეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ. ჭ. სპირტი, ქილას კარგად დაახურეთ, დაადეთ გრილ ადგილზე (არ შედოთ მაცივარში) და დააყოვნეთ 1,5 კვირა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი გაფილტრეთ და კიდევ 2 დღით გააჩერეთ.
ნაყენი თხის რძესთან ერთად მიიღეთ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მაგრამ ალტერნატივად გიტოვებთ ძროხის რძესაც. მიიღეთ შემდეგი პროპორციით: 55 მლ თხის რძეს დაამატეთ ნაყენის 3 წვეთი.
დაიმახსოვრეთ, ყოველ დღე თითო წვეთით გაზარდეთ ნაყენის გმოყენება.
ყურადღება! თუ თირკმელები გაწუხებთ, მაშინ ულუფები შეამცირეთ. ეს უძლიერესი გამწმენდი საშუალება დაშვებულია ჩაიტაროთ 5 წელიწადში ერთხელ.
შედეგად ორგანიზმი გათავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. ამ ხალხური რეცეპტის გამოყენების დროს ადამიანმა დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოს 2,5 ლ წყალი. აგრეთვე რეკომენდებულია ხილისა და ბოსტნეულის წვენების მიღება. ასეთი მკურნალობის დროს კარგი იქნება თუ ივარჯიშებთ. აუცილებლად ამოიღეთ კვების რაციონიდან მწარე და ცხიმიანი კერძები, ძლიერი ყავა და ჩაი, მარილიანი საკვები. ამ მეთოდით მკურნალობა აკრძალულია ფეხმძიმე ქალებისთვის.
სისხლის გასუფთავება ნივრით, ლიმონითა და თაფლით
ყველამ კარგად იცის, რომ ლიმონი აძლიერებს შრომისუნარიანობას, აძლიერებს ყურადღების კონცეტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას. ლიმონი გაციებისა და ინფექციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. განუსაზღვრელია ნივრის შესაძლებლობები. მას შეუძლია შეეწინააღმდეგოს კიბოს უჯრედების განვითარებას, აგრეთვე იცავს ადამიანს ათეროსკლეროზისგან. ხოლო თაფლს გამოიყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქის, შინაგანი ორგანოებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საამკურნალოდ.
ლიმონის, თაფლისა და ნივრის უძლიერესი ნაყენი აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აშორებს ცხიმებს, აუმჯობესებს გულისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციონირებას. ლიმონი აუცილებლად გამოიყენეთ კანით, რადგან ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას.
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 6 ცალი ლიმონი, 4 თავი ნიორი და გაატარეთ. მომზადებულ მასას დაამატეთ 200 გრ თაფლი და გადაიტანეთ მუქ ჭურჭელში. დააყოვნეთ 1,5 კვირით თბილ ადგილზე.
მომზადებული მასა მიიღეთ 1 ს. კ. ოდენობით ჭამამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ მიღებამდე ნაყენი გააზავეთ წყლით. ასეთი შემადგენლობა მოგიხსნით დაღლილობას, გაგიუმჯობესებთ განწყობას.
მოამზადეთ ნაყენი პროპოლისით
ეს საშუალება ასუფთავებს სისხლს შლაკებისგან. დაჭერით 200 გრ ნიორი და მოათავსეთ ქილაში, დაასხით 1 ჩ. ჭ. სპირტი. მომზადებული მასა გააჩერეთ 1,5 კვირა ბნელ ადგილზე. არ დაგავიწყდეთ მორევა. შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ 50 გრ თაფლი, კარგად მოურიეთ და კიდევ 2 დღე დააყოვნეთ. მომზადებული მასა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 3-ჯერ დღეში.
თავდაპირველად მკურნალობა დაიწყეთ 1 წვეთით. 1 ჩ. ჭ. რძეს დაამატეთ ნაყენის 1 წვეთი და გაზარდეთ თითო წვეთობით, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შეამცირეთ და ჩამოდით ისევ 1 წვეთზე, შემდეგ კვლავ მატება დაიწეთ და ა. შ.
რა სარგებლობას მოგიტანთ სისხლის გაწმენდა?
ლიმონი, თაფლი და ნიორი ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტია. მათ აქტიურად იყენებენ ორგანიზმისა და სისხლძარღვების გასაწმენდად. მათი წყალობით:
- რეგულირდება გულის-სისხლძარღვთა სისტემა.
- ქრება ქოლესტერინის საცობები.
- სისხლძარღვების კედლები იძენს ელასტიურობას.
- წნევა რეგულირდება.
- ქრება თავის ტკივილი.
- მცირდება ვენების ვარიკოზული გაგანიარების საფრთხე.
- გათავისუფლდებით მტანჯველი ბუასილისგან.
არსებობს ხალური საშუალებებით მომზადებული უამრავი რეცეპტიდა ყველა თავისებურად ძლიერია ორგანიზმის გასაწმენდად. ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
შეესაბამება თაფლი და ნიორი?
ყველას აინტერესებს შეერწყმის თაფლი და ნიორი ერთმანეთს? ეს კითხვა იმიტომ წამოიჭრა, რომ თაფლი ტკბილია, ნიორი კი მწარე, მაგრამ ეს 2 იგრედიენტი ერთმანეთს შეესაბამება. მათი შერწყმით მომზადებული ნაყენი ეფექტურია გრიპისა და გაციების საწინააღმდეგოდ. ის აგრეთვე გამოიყენება მწერების ნაკბენებისა და მსუბუქი ჭრილობების სამკურნალოდ.
მომზადებული ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური ხაზითაც. ნაყენი გააზავეტ ჩვეულებრივი წყლით და გამოიყენეთ სახის გასაწმენდად. ეს საშუალება ეფექტურია გამონაყარისა და კანის ანთებითი პროცესის წინააწმდეგ. გააზავეთ შემდეგი დოზით: 1 ჩ. კ. ნაყენი გააზავეთ ნახევარ ჩ. ჭ. წყალში.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ლიმონი და 350 გრ თხელი თაფლი. ნიორი გააჩერეთ და დაჭყლიტეთ ნივრის საჭყლეტით. სუფთა თასში მოათავსეთ 2 ს. კ. თაფლი, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. ყველა იგრედიენტი კარგად აურიეთ, თანდათან ამატეთ დარჩენილი თაფლი და ურიეთ. მომზადებული მასა მიიღეთ 1 ჩ. კ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი.
ვისთვის შეიძლება გამოიწვიოს ხალხური რეცეპტებით მომზადებულმა ნაყენებმა უკუჩვენება?
ნიორს შეუძლია ორგანიზმის გაწმინდოს მავნე ნივთიერებებისგან, მაგრამ ასეთი პროცედურა შეიძლება ყველასთვის არ იყოს მისაღები. ამ ნატურალური პროდუქტებით მომზადებული ნაყენით გაწმენდის პროცესი მიურებელია ეპილეფსიანებისთვის, თირკმლით დაავადებულებისთვის და ფეხმძიმეთათვის.
სისხლის გაწმენდის დროს მიიღეთ საკმაო რაოდენობით წყალი, შეეცადეთ იყოთ აქტიურები, ამოიღეტ კვების რაციონიდან მწარე საკვები, ძლიერი ყავა და ჩაი, დაუშვებელია სანელებლების გამოყენება, ალკოჰოლის მიღება.
გაუფრთხილდით და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ის შეუფასებელია და მას ფულით ვერ იყიდით.