როგორ მოვამზადოთ ნუტელა საკუთარი ხელით, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა

შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ სასარგებლო ნუტელა და გაიჯეროთ ორგანიზმი მის შემადგენლობაში შემავლი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებით. ამასთანავე, აირიდებთ იმ მავნე დანამატების მიღებას, რომლებიც უხვად არის შეძენილ ნუტელაში.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის საშუალებითაც მოამზადებთ უგემრიელეს ნუტელას. შავი საოცრება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. დაახლოებით 2 ს. კ. ნუტელა შეიცავს 1 გრ ბოჭკოს. ბოჭკოები კი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

უჯრედისი (ბოჭკოები)

ჯანსაღი ქოლესტერინის დონის შენარჩუნება ხელს უწყობს გულის პრობლემების, მათ შორის გულის შეტევის აღმოფხვრას. თხილი უზრუნველყოფს ამ დამცავ სარგებელს.

2011 წელს ერთ-ერთ ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, პაციენტებს, რომლებიც 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდნენ 30 გრ თხილს აღენიშნებოდათ ქოლესტერინის საერთო დონის შემცირება.

რკინა

2 ს. კ. საშინაო პირობებში მომზადებული ნუტელას წყალობით თქვენ მიიღებთ რკინის დღიური ნორმის 4 პროცენტს და კალციუმის 4 პროცენტს. რკინა ეხმარება ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებაში, იცავს იმუნურ სისტემას, უნარჩუნებს კბილებსა და ძვლებს ჯანმრთელობას. კალციუმი არეგულირებს სისხლის წნევას, ამცირებს ინსულტისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების საფრთხეს.

როგორ მოვამზადოთ ნუტელა?

საჭირო ინგრედიენტები:

  • თხილი 1,5 ჩ. ჭ.
  • ნუში ½ ჩ. ჭ.
  • არარაფინირებული შაქარი ½ ჩ. ჭ.
  • კაკაოს ფხვნილი 6-7 ს. კ.
  • ტყის კაკლის ან ქოქოსის, ან ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ვანილი

მომზადების წესები:

  1. თხილი დაყარეთ საცხობ ფორმაზე და მოხალეთ 8 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე.
  2. გააციეთ, გაასუფთავეთ და 5 წუთის განმავლობაში დაფქვით სამზარეულოს კომბაინის საშუალებით, სანამ არ მიიღებთ კარაქისებურ მასას.
  3. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ურიეთ სასურველი ტექსტურის მასის მიღებამდე.
  4. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ზოგს ხრაშუნა მოსწონს, ზოგს  კი ჰაეროვანი და რბილი.

საშინაო პირობებში მომზადებული ნუტელა მოათავსეთ მინის ქილაში და გაახარეთ თქვენი პატარები. მათ ხომ ძალიან უყვართ ეს ნუგბარი. თქვენც მშვიდად იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ოჯახის წევრები გემრიელად შეექცევიან შინ მომზადებულ ნუტელას, რომელიც გაჯერებულია ბუნებრივი პროდუქტებით.