როგორ მოვამზადოთ რაფაელოს ნაზი და ჰაეროვანი ტორტი, რომლის გემოსაც ვერასდროს დაივიწყებთ

უნაზესი და უგემრიელესი რაფაელოს საოცარ გემოს ვერასდროს დაივიწყებთ. ცადეთ, მოამზადეთ და უსაყვარლეს ადამიანებს დიდი ბედნიერება მიანიჭეთ. შეიძლება იფიქროთ, რომ ნამცხვარი რთული მოსამზადებელია, მაგრამ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით უგემრიელესი ტორტის მომზადება არ გაგიჭირდებათ.

დამერწმუნეთ რაფაელო თქვენს სადღესასწაულო სუფრას ხიბლსა და ლაზათს შეჰმატებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 140 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ. (მე პირადად 1 ჩ. კ. სოდას ვამატებ)
  • კვერცხი 3 ცალი
  • ქოქოსის ფანტელები 40 გრ

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • შაქარი 120 გრ
  • ნაღების ყველი 500 გრ
  • ნაღები 33%-იანი 200 მლ
  • ქოქოსის ფანტელები 80 გრ
  • ზემოდან მოსართავად დაგჭირდებათ 30 გრ ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესები:

  1. დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება. თქვეფთ მიქსერით.
  2. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
  3. დაამატეთ კარაქი, სოდა ან გამაფხვიერებელი და კარგად ათქვიფეთ.
  4. დაამატეთ ქოქოსის ფანტელები
  5. შეაზილეთ ფქვილი, მაგრამ მიქსერი აღარ გამოიყენოთ, უმჯობესია ხის ან სილიკონის კოვზს თუ გამოიყენებთ.
  6. საცხობი ფორმა დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით, დაასხით ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  7. ბისკვიტი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში.
  8. მზა ბისკვიტი გააციეთ და გაყავით 4 ფენად.
  9. კრემის მოსამზადებლად ღრმა თასში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ ნაღების ყველი (თქვენთვის ხელმისაწვდომი).
  10. თქვეფთ მიქსერით, სანამ შაქარი არ გადნება, შემდეგ დაამატეთ ქოქოსის ფანტელები და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა.
  11. აიღეთ მეორე თასი და ცივი ნაღები კარგად ათქვიფეთ.
  12. ნაღებისა და ყველიანი ნაღების მასები ერთმანეთში კარგად აურიეთ კოვზის საშუალებით და კრემიც მზად არის.
  13. აიღეთ პირველი ფენა და ზემოდან წაუსვით კრემი.
  14. შემდეგ მეორე ფენა დაადეთ, შემდეგ-მესამე.
  15. მართალია ბისკვიტი 4 ნაწილად გავყავით (მე სამ ნაწილად ვყოფ ხოლმე), მაგრამ მეოთხე ფენა გაჭერით ისე, რომ ფენებს გვერდით მიუდოთ. ამით ტორტს სიგრძეში გაზრდით.
  16. კრემით დაფარეთ ტორტის გვერდები და ზედაპირი.
  17. ბოლოს კი მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.
  18. 4-5 საათი შეინახეთ მაცივარში.

თეთრი საოცრება თავს დაგავიწყებთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.